პარლამენტის ფრაქცია
"ქართული ოცნების"
თავმჯდომარის მოადგილის,
ლევან მაჭავარიანის
განცხადებით,
საქართველოში არის ძალიან
ბევრი მაგალითი, როდესაც
შენიღბული დაფინანსება
ხდება და ახლა ამის
პრევენცია მოხდება.მისი
განმარტებით, საჭიროა
კანონით გათვალისწინებული
ნორმების შესაბამისად
მოხდეს პარტიების
დაფინანსება და
ყველასთვის სამართლიანი
თამაშის წესები იყოს."ჩვენ
გვაქვს ძალიან ბევრი
მაგალითი, როდესაც
შენიღბული დაფინანსება
ხდება. ამ შემთხვევაში,
ამის პრევენციასაც
მოვახდენთ. ამის ძალიან
კარგი მაგალითია,
წინასაარჩევნოდ რაღაც
დემოკრატიის ფესტივალს
ატარებდნენ, რომელიც
პირდაპირ პარტიების
დასაფინანსებლად იყო.
ბოლოს უკვე "ფრი მიშას"
ბანერებიც გამოჩნდა. ეს
დანიის ფულით
ფინანსდებოდა და რა თქმა
უნდა, ეს არის ირიბი,
შენიღბული
დაფინანსება.იგივე იყო,
როდესაც ჩვენი ქალბატონი
დეპუტატები რეგიონებში
დაჰყავდათ მდიდარ
ენჯეოებს და იქაც
ატარებინებდნენ საარჩევნო
კამპანიებს. რა თქმა უნდა,
ეს არის შენიღბული, ფარული
დაფინანსება, რომელიც
ჩვენს ქვეყანაში უნდა
აიკრძალოს. ამით ვნერგავთ
იმას, რომ იყოს სამართლიანი
თამაშის წესები
ყველასათვის. რაც კანონით
არის გათვალისწინებული
იმგვარად მოხდეს
პარტიების დაფინანსება. ეს
არის შემოწირულებები,
სახელმწიფოს მხრიდან
დაფინანსება რიგი
პარტიების და ყველამ ამის
ფარგლებში და ამის
ჩარჩოებში უნდა აწარმოოს
პოლიტიკური მოღვაწეობა
თავიანთი საარჩევნო
კამპანიის", - განაცხადა
ლევან მაჭავარიანმა.