„თავისუფლება, ჩვენი
რწმენის, ჩვენი მიწის,
მამულის, ენის, იდენტობის,
კულტურის გარეშე
შეუძლებელია. ფასი არ აქვს
არანაირ თავისუფლებას თუ
ეს საუნჯე ყოველთვის
თანმდევი არ იქნება“,- ამის
შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა ბახმაროში,
სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა, სადაც სახალხო
სადღესასწაულო
ღონისძიებებსა და
ტრადიციულ დოღს, შვილებთან
ერთად
დაესწრო.ღონისძიებაზე
საქართველოს პრეზიდენტი,
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძესთან,
აღმასრულებელი,
საკანონმდებლო და
ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან ერთად
იმყოფებოდა.მიხეილ
ყაველაშვილის
განცხადებით, საქართველო
დღეს არის დამოუკიდებელი,
თავისუფალი ქვეყანა,
რომელსაც განვითარებისა
და გაძლიერების უნიკალური
შანსი აქვს.„საქართველო
დღეს არის დამოუკიდებელი,
თავისუფალი ქვეყანა. დღეს
ვხედავთ რა ხდება
მსოფლიოში, როგორი ქაოსია
გარშემო და როგორ დაფასდა
გურულების ეს
უმნიშვნელოვანესი
პრინციპი, თუ რამხელა ფასი
აქვს მშვიდობას.
ქართველებს არასდროს
გვიჭირდა, რომ დაგვეცვა
ჩვენი სამშობლო, მთელი
ჩვენი ისტორია არის
ბრძოლის და გმირობის
ისტორია, მაგრამ ძალიან
კარგად ვიცით მშვიდობის
ფასი. დღეს საქართველო არის
დამოუკიდებელი,
სუვერენული და ღირსეული
ქვეყანა. დღეს გვაქვს
შესაძლებლობა გავხდეთ
უფრო ძლიერები. გჯეროდეთ
ჩვენი სახელმწიფოსი
იმიტომ, რომ დღეს მართლაც
უნიკალური შანსი აქვს
ჩვენს ქვეყანას
გაძლიერდეს და
განვითარდეს. ამისათვის
მნიშვნელოვანია
გვიყვარდეს ერთმანეთი და
ვიყოთ თავისუფლები, მაგრამ
ერთი რამის უნდა გვჯეროდეს,
რომ თავისუფლება, ჩვენი
რწმენის, ჩვენი მიწის,
მამულის, ენის, იდენტობის,
კულტურის გარეშე
შეუძლებელია. ფასი არ აქვს
არანაირ თავისუფლებას თუ
ეს საუნჯე ყოველთვის
თანმდევი არ იქნება“,-
განაცხადა მიხეილ
ყაველაშვილმა.საქართველოს
პრეზიდენტმა ბახმაროში
ადგილობრივი მეწარმეების
პროდუქციის გამოფენაც
დაათვალიერა.ბახმაროში
სახალხო დღესასწაულის
ფარგლებში გასართობი და
კულტურული ღონისძიებები
მთელი დღის განმავლობაში
გაგრძელდება.