
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის თქმით, აქციებში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს:

ჩემი და შემოსავლების სამსახურის 14 წლიანი ურთიერთობა დასრულებულია.
1 ივნისიდან გათავისუფლებული ვარ დაკავებული თანამდებობიდან.

რუსთაველზე აქციაზე დგომისთვის გამოწერილი ჯარიმა, შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა და სააღდგომო დეიოფზე გამოცემული დისციპლინური.

შემოსავლების სამსახურმა, 2 მაისიდან შეიტანა ცვლილება შინაგანაწესში, რომლითაც შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს მიეცა უფლება აწარმოოს თანამშრომელთა დისციპლინური დევნა საერთოდ ყველაფერზე 

მაგალითად, თუ პირი შემოსავლების სამსახურის თანამშრომელია, გადაადგილდება პირადი ავტომობილით და შემთხვევით წითელზე გაიარა, ეს ჯარიმა „კანონიერი“ საფუძველია სამსახურში დისციპლინური დევნის დაწყებისთვის.
დიახ, აბსურდია, მაგრამ ასეა 

მერე რა, რომ სამსახურს ეს არ ეხება და მერე რა, რომ დასაქმებულის პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევაა, აბა როგორ, ავტორიტარიზმს ჩუმი და მორჩილი საჯარო სექტორი სჭირდება
.

გახსოვთ ალბათ ყველას, საჯარო მოხელეთა პეტიციების ტალღა, ჩვენც, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის ვიყავით და დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე.
ჩემი გათავისუფლება არ არის ერთი რეპრესიული შემთხვევა. ოფიციალურად ამ საფუძვლით გათავისუფლებული მხოლოდ მე ვარ, თუმცა კიდევ რამდენიმე თანამშრომელს სიტყვიერად მოსთხოვეს განცხადებების დაწერა, რასაც წინ უსწრებდა ამ თანამშრომლებზე დაწყებული დისციპლინური წარმოებები (როგორც ჩემზე), თანამშრომელთა ნაწილმა კიდევ შექმნილი რეპრესიული და დისკრიმინაციული გარემოს გამო თავად დაწერეს განცხადებები და წავიდნენ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახურმა, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის მეშვეობით, პეტიციაზე ხელმომწერი და დაჯარიმებული თანამშრომლების დევნა ჯერ კიდევ შინაგანაწესის ზემოხსენებული ცვლილების ამოქმედებამდე დაიწყო და პირველი საქმე ისეთი აბსურდული დასაბუთებით წარმართეს და იმდენად უკანონო ქმედები ჩაიდინეს, რომ პროცესში მიხვდნენ, ამ სასამართლოს პირობებშიც კი ეს მეტისმეტი იქნებოდა.
ამიტომაც შეცვალეს შინაგანაწესი და დააკანონეს უკანონობა 

რაც შეეხება უშუალოდ ჩემი გათავისუფლების ამბების ქრონოლოგიას:
დისკრიმინაცია გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა მთავარ ამბებს მოგიყვებით.
სააღდგომო დღესასწაულებზე, როგორც ყველა მეც წასული ვიყავი ჩემს მშობლიურ მხარეში, რისთვისაც გამოვიყენე დეიოფი და როგორც კი დავბრუნდი ავტვირთე დადასტურებისთვის (როგორც სტანდარტულად ვაკეთებთ).
დეიოფის ატვირთვიდან გავიდა 1 კვირა, უკვე ახალი თვე იწყებოდა და რადგან არც მიდასტურებდა და არც უარყოფდა ჩემი უფროსი, დავურეკე, ხო არ დაავიწყდა თქო.
რომ დავრეკე, უცბად იქამდე რომ, არასოდეს რისკებში მუშაობის 6 წლის განმავლობაში არ დაინტერესებულა ჩემი უფროსი ჩემი დეიოფის მასთან შეთანხმებით და ყოველგვარი კითხვის დასმის გარეშე მიდასტურებდა, მეუბნება ვის შეუთანხმე ეს დეიოფიო, არადა, ამავე უფროსზე წინა თვეში ზუსტად იგივენაირად ატვირთული მაქვს დეიოფი და დადასტურებული აქვს 

საბოლოოდ, უფროსმა არ დამიდასტურა (არ დაადასტურებინეს) და შექმნა ფორმალური საფუძვლები მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩემზე მოკვლევის დაწყებისთვის.
19 მაისს მონიტორინგის დეპარტამენტმა გამოსცა დისციპლინური „შენიშვნა“.
ამის შემდეგ, მალევე, 23 მაისს, კვლავ დამიბარეს და დაიწყეს მეორე დისციპლინური წარმოება გზის გადაკეტვის 5 000 ლარიან ჯარიმაზე.
30 მაისს, საღამოს, 5სთ იყო უკვე დაწყებული, საქმისწარმოების სამმართველომ დოკბრუნვაში დამაწერა ბრძანება დისციპლინური ზომის ‘სამსახურიდან გათავისუფლების“ გამოყენების შესახებ.
კი, ეს ამბავი პირდაპირ ასე დოკბრუნვით გავიგე
არც ბრძანების დაწერამდე, არც დაწერის შემდეგ, რისკების სამმართველოს არცერთი მოქმედი უფროსი არ დამკავშირებია 


ასე გასრულდა ამბავი იგი.
სადაც გაგრძელდება კი იცით და მერე უკვე უსამართლო სასამართლოს ამბებს მოგიყვებით 

P.S. ჰო, კვარაცხელიას ამბავი გაგახსენდათ ალბათ და კი, ის რჩება იქ სადაც იყო და აგრძელებს საქმიანობას იმავე მენეჯერულ პოზიციაზე 

ცეცხლი ოლიგარქიას!
ვიბრძოლებთ ბო-ლო-მდე
ეს ქვეყანა აუცილებლად იქნება ევროპა“ | წერს ნატო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში