
ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი ტატა ბაზღაძე ნინო დათაშვილის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება:
„ფსიქიატრიის, როგორც რეპრესიის იარაღის, გამოყენება დაუშვებელია!
სასამართლოს მიერ ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას საფუძვლად დაედო 6 წლის წინანდელი „ფორმა 100“, სადაც, ხერხემლზე ოპერაციის შემდეგ, უბრალოდ აღნიშნული იყო „ემოციური ლაბილობა“ – ეს არა მხოლოდ აბსურდია, არამედ საშიში პრეცედენტია.
„ემოციური ლაბილობა“ არ წარმოადგენს ფსიქიური აშლილობის დიაგნოზს და მით უმეტეს, არ ამართლებს ადამიანის ჰოსპიტალიზაციას ან ფსიქიატრიულ შემოწმებას სასამართლოს გზით.
ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორ შეიძლება ფსიქიატრიის გამოყენება ადამიანის დისკრედიტაციისთვის, დუმილის იძულებისთვის, რეპრესიისთვის – ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა. ეს ყოვლად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ვდგავარ ნინო დათაშვილის და ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც უსამართლობის მსხვერპლია.“