„შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება“ - შსს განცხადებას ავრცელებს

Primetime.ge 22 საათი წინ 3
„შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება“ - შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შევიდა სასიგნალო შეტყობინება.„პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.მონიტორინგის მიზნით ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფები. დაშავებული არავინ არის.ამავდროულად, პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია