ეროვნული გალერეა 1-ელი
აგვისტოდან 31 აგვისტოს
ჩათვლით ვიზიტორებისთვის
დაიხურება. ინფორმაციას
ამის შესახებ საქართველოს
ეროვნული მუზეუმი
ავრცელებს.როგორც
მუზეუმში აცხადებენ,
ტექნიკური პრობლემების
გამო, შეუძლებელია
გალერეაში ტემპერატურისა
და ტენიანობის
პარამეტრების
დაცვა.„ტექნიკური
ხასიათის პრობლემების
გამო, შეუძლებელი გახდა
საგამოფენო დარბაზებში
ტემპერატურისა და
ტენიანობის დადგენილი
პარამეტრების დაცვა, რის
გამოც დიმიტრი
შევარდნაძის სახელობის
ეროვნული გალერეა
ვიზიტორთათვის დაიხურება
მიმდინარე წლის 1
აგვისტოდან 31 აგვისტოს
ჩათვლით“, – წერს
საქართველოს ეროვნული
მუზეუმი სოციალურ ქსელში.