შანა უოთერსტოუნს ლაგოდეხის ბლუზ-ვილიჯის სცენაზე იხილავთ – თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი გრძელდება

News.ge 2 საათი წინ 2
შანა უოთერსტოუნს ლაგოდეხის ბლუზ-ვილიჯის სცენაზე იხილავთ – თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი გრძელდება

ლაგოდეხში ბლუზ-საღამოები გრძელდება და ზაფხულის ვიქენდების სასიამოვნოდ გასატარებლად, კვლავ ბლუზ-ვილიჯში გეპატიჟებათ.

გამორჩეული საღამო, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ – 19 ივლისს, ბლუზ-ვილიჯის სცენაზე ფესტივალის რეზიდენტი – განუმეორებელი შანა უოთერსტოუნი (Shanna Waterstown) დადგება – ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენელი, რომელიც გოსპელის ტრადიციებზე გაიზარდა; ბლუზისა და სოულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებელი, ბენდთან ერთად თავის სამყაროში გამოგზაურებთ.

თბილი, ძლიერი და ავთენტური ხმა, ორიგინალური კომპოზიციები და მისი მუსიკა, რომელიც ყველას გულს იპყრობს – ასეთია ამერიკელი არტისტი, რომელიც პარიზში ცხოვრობს და ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალს ევროპული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს.

ლაგოდეხის საერთაშორისო ბლუზ ფესტივალის კონცერტები წელსაც ნამდვილ მუსიკალურ მოვლენად იქცა – სცენაზე ერთმანეთზე გამორჩეული არტისტები ავიდნენ. ფესტივალმა დიდი ენერგია, გულწრფელი გრძნობები და დაუვიწყარი მუსიკა გააერთიანა. მაყურებელმა კი, თითოეული ბგერით ისიამოვნა.

2 აგვისტოს ჩათვლით, ბლუზ-ვილიჯის კარი თქვენთვის ღიაა და გელოდებიან იქ, სადაც მუსიკა, ემოციები და თავისუფლება ერთიანდება.

ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით

სრულად წაიკითხეთ სტატია