საქართველოს სამეფო სახლს
ვუსამძიმრებ მისი
მეთაურის, ნუგზარ
ბაგრატიონ-გრუზინსკის
გარდაცვალების გამო,
ვუსამძიმრებ მის მეუღლეს,
ოჯახს, ნათესავებს,
მეგობრებს და სრულიად
საქართველოს, - წერს
სოციალურ ქსელში
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილი.როგორც შალვა
პაპუაშვილი აღნიშნავს,
ნუგზარ
ბაგრატიონ-გრუზინსკი
საქართველოს სამეფო სახლს
1984 წლიდან, 40-ზე მეტი წლის
განმავლობაში
მეთაურობდა.„საქართველოს
სამეფო სახლს ვუსამძიმრებ
მისი მეთაურის, ნუგზარ
ბაგრატიონ-გრუზინსკის
გარდაცვალების
გამო.ნუგზარ
ბაგრატიონ-გრუზინსკი
საქართველოს სამეფო სახლს
1984 წლიდან, 40-ზე მეტი წლის
განმავლობაში მეთაურობდა.
ბაგრატიონთა დინასტიის
უწყვეტობის ტრადიცია მან
ურთულეს წლებში
გამოატარა.კინო და თეატრის
რეჟისორი, მსახიობი, მამის
შემოქმედებითი ტრადიციის
გამგრძელებელი, ნუგზარ
ბაგრატიონი თავისი
ცხოვრების განმავლობაში
ქართულ კულტურაზე
გამორჩეული მზრუნველი
იყო.ვუსამძიმრებ მის
მეუღლეს, ოჯახს,
ნათესავებს, მეგობრებს და
სრულიად საქართველოს", -
წერს იგი.