საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის, შალვა
პაპუაშვილის
ხელმძღვანელობით,
საპარლამენტო დელეგაცია 5-8
აპრილს
საპარლამენტთაშორისო
კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეის
მუშაობაში მიიღებს
მონაწილეობას, რომელიც
უზბეკეთის დედაქალაქ
ტაშკენტში
გაიმართება.ვიზიტის
ფარგლებში დაგეგმილია
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის ასამბლეის
სესიაზე სიტყვით გამოსვლა;
ასევე, შალვა პაპუაშვილი
გამართავს ორმხრივ
შეხვედრებს პარლამენტების
თავმჯდომარეებთან.პარლამენტის
თავმჯდომარესთან ერთად,
საქართველოს საპარლამენტო
დელეგაციის
შემადგენლობაში არიან:
საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე და
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე.