შალვა პაპუაშვილი: მართლაცდა, როგორც ჰუმბოლდტი იტყოდა …

News.ge 7 საათი წინ 2
შალვა პაპუაშვილი: მართლაცდა, როგორც ჰუმბოლდტი იტყოდა …

“მომავალი აქვს მას, ვინც იცნობს საკუთარ წარსულს” – გერმანიის საელჩომ ჰუმბოლდტის ეს სიტყვები გაიმეორა და სცენა ს “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიის მე-8 ნომერს (!), ირაკლი ხვადაგიანს დაუთმო.

ძნელია, წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე, წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანაა. და ამ ყველაფერს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ადამიანური ტრაგედიების მოსმენის ფონზე, აორგანიზებს უცხოური საელჩო, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ამ დანაშაულებს არ ხედავს.

მართლაცდა, როგორც ჰუმბოლდტი იტყოდა: “ყველაზე საშიში მსოფლმხედველობა აქვთ მათ, რომელთაც მსოფლიოსთვის არასდროს შეუხედავთ”.”– წერს პარლამენტის თავმჯდომარე .

სრულად წაიკითხეთ სტატია