„უსამშობლო“ - როგორც წესი,
სწორედ ასე მოიხსენიებს
ქართველი ხალხი რადიკალურ
ოპოზიციას, რომელიც
საკუთარი ქვეყნის
ინტერესებს
ფსევდოლიბერალური
ინტერნაციონალის ამორფულ
„ღირებულებებს“ სწირავს, -
წერს პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილი სოციალურ ქსელ
X-ში და სალომე
ზურაბიშვილის ინტერვიუს
აზიარებს.„უსამშობლო“ -
როგორც წესი, სწორედ ასე
მოიხსენიებს ქართველი
ხალხი რადიკალურ
ოპოზიციას, რომელიც
საკუთარი ქვეყნის
ინტერესებს
ფსევდოლიბერალური
ინტერნაციონალის ამორფულ
„ღირებულებებს“ სწირავს.
თუმცა ეს, გამყიდველობის
მორიგი დონეა. საქართველოს
ექს-პრეზიდენტი „საკუთარ“
ქვეყანაზე ისე საუბრობს,
თითქოს საქართველო უცხო
სახელმწიფო და პაიკია
დისტანციურ თამაშში: „თუკი
ამერიკას სურს იყოს
პირველი, იყოს ძლიერი, მან
არ უნდა დაუშვას 3.7 მილიონი
მოსახლის მქონე პატარა
ქვეყნის მხრიდან
დამცირება,“ - ასე
უპატივცემულოდ
მოიხსენიებს იგი
საქართველოს მოქალაქეებს.
ოპოზიცია ვერ აფასებს, რომ
ნამდვილ პარტნიორობას
საფუძვლად უდევს ორმხრივი
პატივისცემა და არა
მორჩილება“, - წერს
პაპუაშვილი.ზურაბიშვილმა
ჟურნალისტ ალექს
რაუფოღლუსთან საუბარში
განაცხადა, რომ „თუ
ამერიკას სურს, იყოს
პირველი, იყო ძლიერი, მაშინ
არ შეიძლება კავკასიაში 3.7
მილიონი მოსახლეობის
მქონე ქვეყნის მიერ
დამცირდეს“.