ბრიუსელი
ვიზალიბერალიზაციის
გაუქმების თემას
პოლიტიკური ზეწოლის
იარაღად იყენებს, -
განაცხადა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა "ღამის
კურიერის" ეთერში.მისივე
თქმით, ბრიუსელმა
კანდიდატის სტატუსიც
მსგავსი ზეწოლის
ინსტრუმენტად
გამოიყენა."როცა არ უნდა
ადამიანს, რიყეზე ისე
გაივლის, ქვას ვერ
დაინახავს. როდესაც მიზანი
არის პოლიტიკური ზეწოლა, იქ
იარაღად შეიძლება
სხვადასხვა რამე იყოს
გამოყენებული. ჩვენ ვნახეთ,
როგორ გამოიყენეს
კანდიდატის სტატუსი
იარაღად. 2022 წლის ივნისში არ
მოგვცეს კანდიდატის
სტატუსი, ვერავინ ახსნა
რატომ. იმავე წლის
ოქტომბერში ანგარიში დადო
კომისიამ, სადაც ვიყავით
ლიდერი მოლდოვასა და
უკრაინასთან შედარებით,
თუმცა ჩვენ იქამდე არ
გვქონდა. რატომ არ მოგვცეს?
პასუხი იყო მარტივი - ეს იყო
ზეწოლის ინსტრუმენტი, რომ
საქართველო წასულიყო
ესკალაციაზე რუსეთთან,
არანაირი სხვა ფორმალური
მიზეზი არ
არსებობდა.შემდეგ [იგივე
მოხდა] მოლაპარაკებებზე,
ასე ხდება
ინსტრუმენტირება. ამიტომ
ვამბობთ, რომ ბრიუსელი
სცილდება ევროკავშირის
ღირებულებებს და იმ
ფუძემდებლურ პრინციპებს,
რომელზეც აწყობილია
ევროკავშირი და
ბრიუსელიდან არის
მცდელობა, რომ ეს
ინსტრუმენტები რახან არის,
გამოიყენონ ზეწოლისთვის", -
აღნიშნა შალვა
პაპუაშვილმა.