საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილი გაერო-ში
ბურუნდის რესპუბლიკის,
ქუვეითის, ლესოტოსა და
ნეპალის მუდმივ
წარმომადგენლებს
შეხვდა.შეხვედრაზე
ყურადღება გამახვილდა
გაერო-ს წესდების, წესებზე
დაფუძნებული საერთაშორისო
წესრიგის დაცვის
მნიშვნელობაზე.ხაზი
გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს
აღინიშნება გაერო-ს
დაარსების მე-80 წლისთავი.
აღინიშნა გაერო-ს
რეფორმირების მნიშვნელობა
თანამედროვე მსოფლიოში
არსებული ვითარების
გათვალისწინებით.საუბარი
შეეხო საპარლამენტო
დიპლომატიის როლს
ქვეყნებს შორის ორმხრივი
და მრავალმხრივი
ურთიერთობების
განვითარებაში.მხარეებმა,
აგრეთვე, ისაუბრეს
საქართველოს ოკუპირებულ
რეგიონებში არსებულ
ვითარებაზე. გაერო-ში
მუდმივმა
წარმომადგენლებმა
დადებითად შეაფასეს
იძულებით გადაადგილებულ
პირებთან დაკავშირებული
საქართველოს პოლიტიკა. მათ,
ასევე, ხაზი გაუსვეს
წარმატებული რეფორმების
განხორციელების კუთხით
საქართველოს ღირებულ
გამოცდილებას.