პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე
მარიამ ლაშხი დიდი
ბრიტანეთის საელჩოს
წარმომადგენლებს
ალექსანდრა შეპარდს და
ოლივერ დიქსონს
შეხვდა.„შეხვედრაზე
განსაკუთრებული ყურადღება
გამახვილდა განათლების
მიმართულებით ორ ქვეყანას
შორის თანამშრომლობაზე.
ასევე განვიხილეთ
საქართველოში მიმდინარე
პოლიტიკური პროცესები და
აღვნიშნეთ, რომ ჯანსაღი
პოლიტიკური გარემოს
არსებობა ქვეყნის
სტაბილური
განვითარებისთვის
მნიშვნელოვანია“, -
განაცხადა მარიამ
ლაშხმა.მისივე თქმით,
აუცილებელია, რომ
ბრიტანეთსა და
საქართველოს შორის
ურთიერთობები კიდევ უფრო
გაძლიერდეს.კომიტეტის
თავმჯდომარის
ინფორმაციით, შეხვედრაზე
საუბარი შეეხო სხვადასხვა
პლატფორმის გამოყენებით
თანამშრომლობას, ასევე
ორივე მხარემ დაადასტურა
დიალოგის გაგრძელების
აუცილებლობა.