აშშ-ის ახალი
ადმინისტრაცია აღიარებს,
რომ საგარეო დახმარების
ქოლგის ქვეშ ამერიკელების
ფულით ფინანსდებოდა
გამოგონილი იდეოლოგიების
თავს მოხვევა, ცენზურა,
შიდა პოლიტიკაში ჩარევა,
ხელისუფლებების
გადატრიალება და ა.შ. - წერს
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილი.როგორც
პარლამენტის თავმჯდომარე
აღნიშნავს, როდესაც ამას
ყველაზე დიდი დონორი
აღიარებს, ეს ავტომატურად
ეჭვის ქვეშ აყენებს სხვა
ქვეყნების მიერ
საქართველოში ფულის
ხარჯვის
კეთილსინდისიერებას.„აშშ-ის
ახალი ადმინისტრაცია
აღიარებს, რომ საგარეო
დახმარების ქოლგის ქვეშ
ამერიკელების ფულით
ფინანსდებოდა გამოგონილი
იდეოლოგიების თავს
მოხვევა, ცენზურა, შიდა
პოლიტიკაში ჩარევა,
ხელისუფლებების
გადატრიალება და
ა.შ.როდესაც ამას ყველაზე
დიდი დონორი აღიარებს, ეს
ავტომატურად ეჭვის ქვეშ
აყენებს სხვა ქვეყნების
მიერ საქართველოში ფულის
ხარჯვის
კეთილსინდისიერებას.ახლა
ჯერი დანარჩენ დონორ
ქვეყნებზეა. მათ უნდა
გადაამოწმონ, რაში
იხარჯება მათი
გადასახადის
გადამხდელების ფული. ამ
ქვეყნების ოპოზიცია და
არასამთავრობო
ორგანიზაციები ამით
განსაკუთრებით უნდა
დაინტერესდნენ.მაგალითის
მიმცემი კი ბრიუსელი უნდა
გახდეს. 2023 წლის
შემოდგომაზე წერილით
მივმართე ევროკავშირის
ელჩს, რომ მას უზრუნველეყოთ
ევროპის დემოკრატიის
ფონდის (EED, რომელსაც
კულუარებში NED-ის ევროპულ
ფილიალს ეძახიან)
დაფინანსებების
საჯაროობა. რამდენიმე
თვიანი ფიქრის შემდეგ,
ელჩისგან უარი მივიღე, იმ
საბაბით, რომ EED
განცალკევებული
ორგანიზაციაა. რა თქმა
უნდა, ეს მხოლოდ საბაბი იყო.
EED სრულად ფინანსდება
ბრიუსელის და წევრი
ქვეყნების ბიუჯეტიდან და
მას რამდენიმე ოდიოზური
ევროპარლამენტარი
მართავს.ცალკე საკითხია 2024
წლის არჩევნებზე
ბრიუსელიდან და სხვა
დედაქალაქებიდან გაცემული
თანხების უკანონო ხარჯვა
პარტიული საარჩევნო
მიზნებისთვის. ყველას
გვახსოვს, საგარეო ზეწოლის
გამო, როგორ მოუწია
ანტიკორუფციულ ბიუროს
შეეჩერებინა მისი კვლევა,
როდესაც არჩევნებში
ჩართული პოლიტიკური
ენჯეოების უკან
კონკრეტული უცხოური
დონორების კვალი
გამოიკვეთა.აშშ-ში
მიმდინარე პროცესები
აუცილებელს ხდის, რომ ყველა
საელჩომ საჯარო გახადოს
მისი ქვეყნიდან
არჩევნებზე დახარჯული
თითოეული ცენტი,” - წერს
პაპუაშვილი.