“შალვა კეკელია რომ ოცნების კოორდინატორ/აქტივისტია, ეს შეუიარაღებელ ყურშიც იოლად ისმის” – ჩერგოლეიშვილი

Alia 1 დღე წინ 5
“შალვა კეკელია რომ ოცნების კოორდინატორ/აქტივისტია, ეს შეუიარაღებელ ყურშიც იოლად ისმის” – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი

შალვა კეკელია სიცრუეში ამხილა იმედის ყოფილი თანამშრომლის, აწ უკვე გარდაცვლილი ქალის შვილმა.

შალვა კეკელია ყვება, რომ იმედის დარბევის დროს მიყენებულმა ტრავმებმა მოკლა ქალი, ხოლო შვილი ამბობს რომ დედამისი მელანომით გარდაიცვალა და აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ
სასულიერო პირი, რეჟიმის დასაცავად, ფაქტებს იგონებს და დედამისს იყენებს.

შალვა კეკელია რომ ქართული ოცნების კოორდინატორ/აქტივისტია და პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ეს შეუიარაღებელ ყურშიც იოლად ისმის, თუ მოუსმენ.

მთავარი აქ სხვა რამეა:

დავუშვათ მართალიც რომ
იყოს ეგ ისტორია.

2007 წელს ჩადენილი დანაშაულები 2024 წელს ჩადენილ დანაშაულებს როგორ ამართლებს?

რეალობა ისაა, რომ შალვა კეკელიას სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ადამიანების სიცოცხლე.

მას არაფერში აინტერესებს ის, რომ ადამიანების სიცოცხლის ფასი გაიზარდოს და ადამიანებისთვის მიყენებული ზიანი სახელმწიფოს/პოლიტიკურ ძალას ძვირი დაუჯდეს.

ის რუსეთის ინტერესების გამტარია.

რუსული სამყაროს ნაწილად გრძნობს თავს.

მის ინტერესშია, რომ რუსული რეჟიმი არ შეიცვალოს და საქართველო რუსულ ჭაობში დარჩეს.

ამიტომ იღებს შემზარავ ფაქტს 20 წლის წინანდელი წარსულიდან, ფუთავს ტყუილში და იყენებს ცვლილების წინააღმდეგ.

რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოებში ასეთი მაგალითები მრავლადაა –
სიმართლის მარცვალზე დაშენებული ტყუილები დემოკრატიაში და
დემოკრატიულ ცვლილებებში რწმენისთვის ძირის გამოსათხრელად.

 

The post “შალვა კეკელია რომ ოცნების კოორდინატორ/აქტივისტია, ეს შეუიარაღებელ ყურშიც იოლად ისმის” – ჩერგოლეიშვილი appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია