ერთი შარლატანი
მრავალათასიან
სტრუქტურაში ჩვეულებრივი
მოვლენაა, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ შინაგან
საქმეთა სამინისტროს
განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტის ოპერატიული
დაგეგმვის სამმართველოს
ყოფილის უფროსის, ირაკლი
შაიშმელაშვილის
განცხადებების
კომენტირებისას
აღნიშნა.როგორც მთავრობის
მეთაურმა განაცხადა,
ირაკლი შაიშმელაშვილი არ
იყო მაღალჩინოსანი, ის
მუშაობდა გდდ-ის 17
სტრუქტურული ერთეულიდან
ერთ-ერთში.„ეს ჩვეულებრივი
შარლატანია, არანაირი
სერიოზული კომენტარი
ამასთან დაკავშირებით.
მაღალჩინოსანი არ იყო.
გდდ-ში არის 17 სტრუქტურული
ერთეული და ამ 17-დან
ერთ-ერთში მუშაობდა ეს
კაცი. ეს არ იყო მაღალი
თანამდებობის პირი. ერთი
შარლატანი მრავალათასიან
სტრუქტურაში ჩვეულებრივი
მოვლენაა“, - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.