"ქალბატონმა ხატიამ
უკრაინის პოლიცია რასაც
დაამსგავსა, ამას კარგად
ვხედავთ - უკრაინაში
როგორიცაა კორუფციის დონე.
ვხედავთ, რომ პრეზიდენტმა
ერთი, პატარა მოძრაობა
გადაწყვიტა და იქვე თავს
დაესხნენ, რომ
კორუფციასთან ბრძოლა არ
შეწყვიტოო", - ამის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე, შალვა
პაპუაშვილმა
განაცხადა.როგორც მან
აღნიშნა, ხატია დეკანოიძის
შედეგები უკრაინის
პოლიციის მდგომარეობაზეა
ასახული. ასე, რომ ურჩევნია,
უკრაინის პოლიციას
მიხედოს."შეგახსენებთ, რომ
ხატია დეკანოიძე ის
ადამიანია, რომელმაც
ქართული პასპორტი დახია,
ფაქტობრივად, ქართველებს
მოგვიგდო, რადგან
უკრაინაში სამსახური
უნდოდა. როგორც ჩანს, იქაც
იგივე ნირი გამოიჩინა,
როგორც საქართველოში და
იქიდანაც უკან პირდაპირი
რეისით დაგვიბრუნეს.
შემდეგ, საქართველოს
მოქალაქეობა აღიდგინა.
ადამიანი თავად ამბობს, რომ
უცხო ქვეყნის
სპეცსამსახურებთან
თანამშრომლობს. ის არც
მალავს, რონ უკრაინის
სპეცსამსახურებთან
თანამშრომლობს, რომლებიც
საქართველოში მიხეილ
სააკაშვილის შემოპარვით
არეულობას აწყობდნენ.
საკუთარი თავის
მამხილებელია უცხო
ქვეყნების
სპეცსამსახურების
თანამშრომლობასთან
დაკავშირებით. თავად
ამბობს, რომ მეგობრული
კავშირები აქვს დაზვერვის
სამსახურის
ხელმძღვანელობასთან", -
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.