ყველაფერს გააკეთებს სასწრაფო დახმარება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ - მიხეილ სარჯველაძე

Primetime.ge 5 საათი წინ 5
ყველაფერს გააკეთებს სასწრაფო დახმარება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ - მიხეილ სარჯველაძე
ყველაფერს გააკეთებს სასწრაფო დახმარება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიდთოვლობით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა რესურსი მობილიზებულია ყველა მიმართულებით.„ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამართულ მუშაობას და ყველაფერს გააკეთებს სასწრაფო დახმარება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ. ბუნებრივი და გასაგებია, რომ დიდთოვლობის გამო ისე ოპერატიულად ვერ ხერხდებოდა ამ ყველაფრის განხორციელება”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.საქართველოს უმეტეს რეგიონში დიდთოვლობაა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გუშინ გურიის რეგიონში ჩავიდა და საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრა გამართა. პრემიერის განცხადებით, სტიქიასთან საბრძოლველად სრულად იქნება კოორდინირებული და მობილიზებული ყველა უწყება.
სრულად წაიკითხეთ სტატია