„ყველაფერია მოსალოდნელი, შეიძლება დრო იმიტომ სჭირდებათ, რომ იქ რაღაც გააყალბონ...მონაცემებს ვერ შეცვლის ვერც "ისფედი" და ვერც 10 "ისფედი“ - გიორგი ვოლსკი

Primetime.ge 1 თვე წინ 10
„ყველაფერია მოსალოდნელი, შეიძლება დრო იმიტომ სჭირდებათ, რომ იქ რაღაც გააყალბონ...მონაცემებს ვერ შეცვლის ვერც "ისფედი" და ვერც 10 "ისფედი“ - გიორგი ვოლსკი
ევროკავშირის მილიტარიზაციის გეგმებზე საპასუხოდ, რუსეთს შესაძლოა, დასჭირდეს მოქმედება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,  – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.კრემლის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვი პროცესს ყურადღებით აკვირდება, რადგან ევროკავშირი რუსეთს თავის მთავარ მეტოქედ წარმოაჩენს.პესკოვის მტკიცებით, ევროკავშირის მილიტარიზაცია უმთავრესად რუსეთის წინააღმდეგ ხდება, რაც ღრმა შეშფოთებას იწვევს.„და, რა თქმა უნდა, ასეთი კონფრონტაციული რიტორიკა და კონფრონტაციული აზროვნება, რომელსაც ახლა ვხედავთ ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში, სერიოზულად ეწინააღმდეგება უკრაინის ირგვლივ მშვიდობიანი მოგვარების პოვნის განწყობას“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე თქვა, რომ სტამბოლის 2022 წლის პროექტი შეიძლება იყოს საწყისი წერტილი უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებისთვის.
სრულად წაიკითხეთ სტატია