რუსეთი გმობს ისრაელის
მიერ ლიბანზე
განხორციელებულ
ფართომასშტაბიან სამხედრო
თავდასხმებს, – ამის
შესახებ რუსეთის საგარეო
საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენელმა, მარია
ზახაროვამ
განაცხადა.რუსეთს საგარეო
უწყების პრესსპიკერის
თქმით, დაუშვებელია
განურჩეველი თავდასხმები,
რომელთა მსხვერპლი
მშვიდობიანი მოსახლეობა
ხდება.ზახაროვას
განცხადებით, აუცილებელია
ძალადობის სპირალის
შეჩერება ვიდრე სიტუაცია
მთლიანად არ გამოვა
კონტროლიდან.„ყველაფერი
უნდა გაკეთდეს, რომ ახლო
აღმოსავლეთი არ ჩავარდეს
სრულმასშტაბიან
შეიარაღებულ კონფლიქტში,
რომლის დამანგრეველი
შედეგები აუცილებლად
იმოქმედებს ყველაზე –
როგორც რეგიონში, ასევე მის
ფარგლებს გარეთ. ჩვენ მზად
ვართ ვითანამშრომლოთ
საერთაშორისო და რეგიონულ
პარტნიორებთან, რათა
თავიდან ავიცილოთ მსგავსი
კატასტროფული სცენარი.
ჩვენ გამოვდივართ იქიდან,
რომ რეგიონში არცერთი
სახელმწიფოს უსაფრთხოება
არ უნდა იყოს
უზრუნველყოფილი სხვების
ხარჯზე“, – განაცხადა მარია
ზახაროვამ.