ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი და მსახიობი გარდაიცვალა

Dailyinfo.cc 2 კვირის წინ 26
ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი და მსახიობი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი კრის კრისტოფერსონი 88 წლისა გარდაიცვალა.

BBC-ს ცნობით, სიცოცხლის უკანასკნელი მომენტები მან ჰავაიზე, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა.

კრისტოფერსონი მრავალი ჯილდოს მფლობელი იყო და მუშაობდა ისეთ ლეგენდებთან, როგორებიც არიან ჯონი ქეში და მარტინ სკორსეზე. მისი ავტორობით ცნობილი ჰიტებია Me and Bobby McGee, Help Me Make It Through the Night და მრავალი სხვა. მან ასევე მთავარი როლი შეასრულა საკულტო ფილმში „ვარსკვლავის დაბადება“.

სრულად წაიკითხეთ სტატია