დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

Primetime.ge 14 საათი წინ 12
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ უნივერსიტეტის კურატორის, ღვაწლმოსილი კოლეგის, უნივერსიტეტის ცოცხალი  მემატიანისა და  მრავალი თაობის აღმზრდელის - კესო ფურელიანის გარდაცვალების გამო. ქალბატონმა კესომ წლების განმავლობაში ღირსეული წვლილი შეიტანა ახალგაზრდების სწავლებისა და აღზრდის საქმეში. აღზარდა მრავალი თაობის მედიკოსები, მისი ღვაწლი შეუფასებელია.იგი გახლდათ ღირსეული ადამიანი, რომელიც  სიყვარულსა და პატივისცემას დამსახურებულად იღებდა კოლეგების, კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების მხრიდან. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი თანაუგრძნობს ქალბატონი კესოს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია