ყველა შემთხვევაში და
ყველა ეტაპზე
სამართლიანობა იმარჯვებს.
მნიშვნელოვანია, რომ
საქართველოს მხარდამჭერი
პოზიციების მქონე
ქვეყნების რიცხვი
გაიზარდა. დარწმუნებული
ვარ, ეს დინამიკა კიდევ
უფრო პოზიტიური იქნება, –
ამის შესახებ პარლამენტის
ადამიანის უფლებათა
დაცვის კომიტეტის
თავმჯდომარემ, რატი
იონათამიშვილმა
განაცხადა.როგორც
იონათამიშვილმა აღნიშნა,
დიპლომატიური პასპორტების
შეზღუდვა ეხება
დიპლომატიურ პასპორტებს
და არა კონკრეტულ პირებს.
რატი იონათამიშვილი
ამბობს, რომ დიპლომატიური
პასპორტების შეზღუდვის
გადაწყვეტილება საბოლოოდ
მიღებული თუ იქნება, ამით
არაფერი შეიცვლება.„ამ
გადაწყვეტილებებმა
რადიკალური ოპოზიციის
სასოწარკვეთილება და
ნიჰილიზმი კიდევ უფრო
გაამძაფრა. როგორც ჩანს,
განხილვაშიც არ ყოფილა ის
გადაწყვეტილებები, რისი
დიდი მოლოდინი და სურვილიც
ჰქონდათ. რაც შეეხება
დიპლომატიური პასპორტების
შეზღუდვას, ეს ეხება მხოლოდ
დიპლომატიურ პასპორტებს
და არა კონკრეტულ პირებს.
საბოლოო ჯამში, ეს
გადაწყვეტილება თუ მაინც
იქნა მიღებული, საერთოდ
არაფერს ცვლის. ამიტომ
ძალიან გაუგებარი და
ღიმილის მომგვრელი იქნება.
ყველა შემთხვევაში და
ყველა ეტაპზე
სამართლიანობა იმარჯვებს.
მნიშვნელოვანია, რომ
საქართველოს მხარდამჭერი
პოზიციების მქონე
ქვეყნების რიცხვი
გაიზარდა და დარწმუნებული
ვარ, რომ მომავალში ეს
დინამიკა კიდევ უფრო
პოზიტიური იქნება“, –
აღნიშნა რატი
იონათამიშვილმა.ცნობისთვის,
საგარეო და უსაფრთხოების
საკითხებში ევროკავშირის
უმაღლესმა
წარმომადგენელმა, კაია
კალასმა განაცხადა, რომ
არსებობს თანხმობა
ქართველი თანამდებობის
პირების დიპლომატიური
პასპორტებისთვის უვიზო
რეჟიმის შეჩერების
შესახებ.