დღეს ჟენევაში
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილი მონაწილეობას
მიიღებს გენერალურ
დებატებში, სადაც სიტყვით
გამოვა.უკვე მეორე დღეა
საქართველოს დელეგაცია
შალვა პაპუაშვილის
ხელმძღვანელობით,
შვეიცარიაში იმყოფება,
სადაც პარლამენტის
თავმჯდომარეთა მსოფლიო
კონფერენციაში
მონაწილეობს.კონფერენციის
ფარგლებში ასევე
დაგეგმილია მაღალი დონის
ორმხრივი შეხვედრები
როგორც ევროპელ, ისე სხვა
ქვეყნების საპარლამენტო
კოლეგებთან. შეხვედრებზე
განსაკუთრებული ყურადღება
გამახვილდება არაღიარების
პოლიტიკასა და ორმხრივი
ურთიერთობების
გაღრმავებაზე.