ყველა საქმე, რომლის ძიება მიმდინარეობს, არის შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული - დავით მათიკაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 50
ყველა საქმე, რომლის ძიება მიმდინარეობს, არის შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული - დავით მათიკაშვილი
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მიმდინარე სასამართლო პროცესებზე კითხვები დაუსვეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სამართალდარღვევის ფაქტები პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა."ოპოზიციას რომ ჰკითხო, არაფრის მტკიცებულებები არ არსებობს ამ ქვეყანაზე - არც კონკრეტულად სილის გაწვნას არ ჰქონდა ადგილი მაშინ, როდესაც ეს პირდაპირ ეთერში იხილა მთელმა საქართველომ. ამიტომ, მოდი, ოპოზიციის მტკიცება გვერდზე გავწიოთ, რადგან მათი სურვილი და ნება სიმართლისგან არის 100%-ით აცდენილი. ყველა საქმე, რომლის ძიება მიმდინარეობს, არის შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული და ამ ცვლილებებსაც, რაც საკანონმდებლო სივრცეში შევიდა, აქვს თავისი მყარი დასაბუთება," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია