ყველა საკითხზე, რომელიც
შესაძლოა საარჩევნო
კანონმდებლობის დარღვევას
ეხებოდეს, უწყებათაშორისი
კომისია აქტიურად მუშაობს,
ვინმეს თუ აინტერესებს,
შეუძლია, სხდომას დაესწროს,
– ამის შესახებ იუსტიციის
მინისტრმა, რატი ბრეგაძემ
განაცხადა.რატი ბრეგაძეს
ჟურნალისტმა კითხვა
დაუსვა, თუ რა რეაგირება
მოჰყვებოდა გავრცელებულ
ინფორმაციას, რომლის
თანახმადაც „ქართული
ოცნება“ საქართველოს
მოქალაქეების პირად
მონაცემებს მასობრივად
აგროვებს.ბრეგაძემ
აღნიშნა, რომ კონკრეტული
ინფორმაცია დღეს თუ
გავრცელდა,
უწყებათაშორისი კომისიის
შემდგომ სხდომაზე ამაზე
საუბარი აუცილებლად
იქნება.„ყველა იმ საკითხზე,
რომელიც შესაძლებელია
ეხებოდეს საარჩევნო
კანონმდებლობის
დარღვევას, უწყებათა
შორისი კომისია აქტიურად
მუშაობს და განიხილება.
ვინმეს თუ აქვს რაიმე
ინტერესი, გაიგოს რამდენად
სწორია ეს განცხადება,
შეუძლია, დაესწროს
კომისიის სხდომას;
მოისმინოს კომისიის
წევრების განმარტება
თითოეულ იმ საკითხთან
დაკავშირებით, რომლებიც
შესაძლოა, შეიცავდეს
საარჩევნო კანონმდებლობის
დარღვევას საჯარო
მოსამსახურეების მხრიდან.
ეს ინფორმაცია დღეს დილით
თუ გავრცელდა შემდეგ
სხდომაზე აუცილებლად
იქნება ამაზე საუბარი”, –
აღნიშნა ბრეგაძემ