რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის
მინისტრი, ირაკლი
ქარსელაძე "დღის კურიერის"
ეთერში მაგისტრალური
გზების მშენებლობასა და
დაგეგმილ კონკრეტულ
პროექტებზე
საუბრობს."რეალურად ჩვენ
ვსაუბრობთ
აღმოსავლეთ-დასავლეთ
მაგისტრალზე, რომელიც არის
შუა დერეფანი, რომლის
მნიშვნელობაც არის ძალიან
დიდი, როგორც ქვეყნისთვის,
ასევე,
საერთაშორისო-რეგიონულ
ჭრილში. ამ მიმართულებით
ჩვენ 70% აღნიშნული
მაგისტრალის უკვე
დასრულებული გვაქვს და
ვაგრძელებთ ამ
მიმართულებით მუშაობას.
ყველა მიმდინარე პროექტი 2025
წლის ბოლომდე ეტაპობრივად
დასრულება და
თბილისიდან-ბათუმამდე
სრულად მაგისტრალური გზა
იქნება 4-ზოლიანი, რომლის
ფარგლებშიც, ქობულეთის
შემოვლითი, რომელიც
ამჟამად არის 2-ზოლიანი,
გათვალისწინებულია
დამატებითი 2 ზოლის
მშენებლობის
დაწყება.ამასთან, როდესაც
აღმოსავლეთ-დასავლეთ
მაგისტრალზე ვსაუბრობთ,
მნიშვნელოვანია ის ახალი
პროექტები, რომლებიც
დაიწყება, კერძოდ,
რუსთავი-წითელი ხიდი ფა
ალგეთისა და სადახლოს
მონაკვეთები, რომლითაც
ჩვენ უკვე ვუკავშირდებით
აზერბაიჯანსა და სომხეთს.
ასევე დაიწყება,
ბათუმი-სარფის პროექტი,
რომლის ფარგლებშიც უკვე
აზერბაიჯანს, სომხეთსა და
თურქეთს მაგისტრალური
გზით
დავუკავშირდებით.როცა
მაგისტრალებზე ვსაუბრობთ,
სამხრეთი-ჩრდილოეთის
განვითარება არის ძალიან
მნიშვნელოვანი, სადაც
მიმდინარე მონაკვეთებთან
ერთად, ასევე, მონაკვეთის,
კერძოდ, წიწამური-ჟინვალის
მონაკვეთის მშენებლობის
დაწყება არის
გათვალისწინებული.ასევე
კახეთის მაგისტრალი,
რომელიც არის ძალიან
მნიშვნელოვანი,
თბილისი-საგარეჯოს
მონაკვეთი უკვე
დასრულებულია და აქაც
მიმდინარე პროექტი გვაქვს,
რომელიც
საგარეჯო-ბადიაურის
მონაკვეთს მოიცავს. გარდა
ამისა, დაიწყება,
მაგისტრალური კუთხით,
ბადიაური-ჩალაუბნის
მონაკვეთის მშენებლობა.
ასევე, გურჯაანი-თელავის
დამაკავშირებელი ახალი
გზის მშენებლობა დაიწყება,
ისევე, როგორც ლაგოდეხის
შემოვლითი გზის
მშენებლობა," - განაცხადა
ქარსელაძემ.