მიხეილ ყაველაშვილი - ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენს რეგიონს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, პოლიტიკურ სიმყარეს მოსდევს ეკონომიკური სიმყარე და ხალხის კეთილდღეობა

Primetime.ge 4 საათი წინ 10
მიხეილ ყაველაშვილი - ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენს რეგიონს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, პოლიტიკურ სიმყარეს მოსდევს ეკონომიკური სიმყარე და ხალხის კეთილდღეობა
ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენს რეგიონს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, პოლიტიკურ სიმყარეს მოსდევს ეკონომიკური სიმყარე და ხალხის კეთილდღეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და თურქეთს არაერთ საკითხზე საერთო ხედვა აქვთ.„შეხვედრებისას ხაზი გაესვა ოჯახურ ღირებულებებსაც. შევეხეთ შემდეგ ეკონომიკურ, პოლიტიკურ თემებსაც, განვიხილეთ სხვადასხვა ინიციატივა. ასეთ მაღალ დონეზე რომ არის თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები, კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ განგრძობადი იქნება. ყველა კარგად ხედავს, რომ ამ რეგიონს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები. პოლიტიკურ სიმყარეს მოსდევს ეკონომიკური სიმყარე და ხალხის კეთილდღეობა. ეს გამოიწვია პრინციპულმა, ეროვნულ ინტერესებზე დამყარებულმა პოლიტიკამ, რომელსაც ეს ქვეყნები აწარმოებენ. ინიციატივა, რომ ამ ფორმატში სომხეთის მხარემაც ნელ-ნელა მიიღოს მონაწილეობა, მისასალმებელია. კიდევ გაესვა ხაზი მოსაზრებას, რომ თუ ქვეყანა შენი კონკურენტია, უნდა დაასუსტო და ა.შ. აქ პირიქით გამოიკვეთა. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩემი მეზობელი ქვეყანა იყოს ძლიერი. სწორედ ეს აზრები გავცვალეთ. გულწრფელი საუბარი იყო და ეს იმედს მაძლევს, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს, ისევე როგორც მის მეზობელ ქვეყნებს, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა სურთ.„ჩვენ დავიცავით მშვიდობა, ოჯახური ღირებულებები, ეროვნული ინტერესი და სწორედ ამავე მიდგომებით არიან ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებებიც. ეს მაძლევს მყარ გარანტიას, რომ აქ გრძელვადიან პროცესში იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ყველამ უნდა იცოდეს, ვინც არ უნდა იყოს, სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მეგობარმა ქვეყნებმა, არაკეთილისმსურველებმა, რომ აქ შეუძლებელია, მოხდეს კონფლიქტი, რადგან ეს ქვეყნები ერთმანეთს ძალიან ენდობიან. ამაში ვართ სოლიდარულები. გამოითქვა სურვილი, რომ ისინი ესტუმრებიან საქართველოს, როგორც თურქეთის პრეზიდენტი, ასევე ეროვნული ასამბლეის სპიკერი, რომელთანაც ასევე ძალიან თბილი შეხვედრა მქონდა. მანამდე ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეც იყო ჩამოსული დელეგაციით და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია