ყველა მილი ერთნაირი არ არის – გააჩნია რისთვის გვჭირდება (რ)

News.ge 4 თვის წინ 48
ყველა მილი ერთნაირი არ არის – გააჩნია რისთვის გვჭირდება (რ)

შავი ფოლადისა და მოთუთიებული (გალვანიზირებული) მილები არის ორი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მილის ტიპი, რომელიც ხანძარქრობის სისტემისთვის გამოიყენება.
რა განსხვავებაა შავი ფოლადის მილსა და მოთუთიებული ფოლადის მილს შორის? – ამ საკითხს დავუბრუნდებით, იქამდე თითოეული მათგანის მახასიათებლები და გამოყენების პირობები ცალ-ცალკე განვიხილოთ.

შავი ფოლადის მილი

ხანძარქრობის სისტემისთვის ფართოდ გავრცელებულია შავი ფოლადის მილის გამოყენება. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც ამერიკულ NFPA სახანძრო სტანდარტზეა დაფუძნებული, ხანძარქრობის სისტემისთვის ნებადართულია როგორც ნაკერიანი, ისე უნაკერო მილების გამოყენება, თუმცა ორივე შემთხვევაში, მილი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით დადგენილ სახანძრო ნორმას: ASTM A53 (), ხოლო EN10-255 (ევროპული სტანდარტი).
შეუსაბამო სტანდარტის მილის გამოყენებისას არსებობს დაზიანების და წყლის გაჟონვის რისკი, ხოლო ხანძრის შემთხვევაში, არასახანძრო სტანდარტის ფოლადი მარტივად კარგავს საკუთარ სტრუქტურულ ძალას, დეფორმირდება. ჩნდება რისკი, რომ ხანძარქრობის სისტემა მწყობრიდან მარტივად გამოვიდეს და კრიტიკულ მომენტში ვერ შეძლოს ხანძარქრობის პროცესი.
შავი ფოლადის მილის წყალთან კონტაქტში ყოფნისას არსებობს კოროზიის მაღალი რისკი, რაც ამცირებს მილის სიცოცხლისუნარიანობას. აუცილებელია, შავი ფოლადის მილი დამუშავდეს ანტიკოროზიული საღებავით.
გალვანიზირებული მილი

სახანძრო მილგაყვანილობისთვის საუკეთესო და ოპტიმალურია მოთუთიებული ფოლადის მილების გამოყენება. ცხელი წესით ორმხრივად (შიგნიდან და გარედან) მოთუთიებული მილების გამოყენება მეტად ეფექტურია ხანძარქრობის სისტემისთვის შემდეგი მიზეზების გამო:

სრულად წაიკითხეთ სტატია