პოლიტიკაში შემოვიდა
ბატონი ბიძინა ივანიშვილი,
რომელმაც გააკეთა
განაცხადი ცვლილებებთან
დაკავშირებით და
საზოგადოება გაჰყვა
სწორედ ამ გზავნილებს, -
ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ „იმედის
კვირის“ ეთერში
განაცხადა.მთავრობის
მეთაურის თქმით, მაშინ იყო
ძალიან მძიმე ვითარება
ქვეყანაში ყველა
მიმართულებით.„ეს ეხებოდა,
პირველ რიგში, ადამიანის
უფლებებს, დემოკრატიას,
სამართლის უზენაესობას,
სამართლებრივი
სახელმწიფოს პრინციპს.
ყველა თვალსაზრისით იყო
ურთულესი ვითარება და ასეთ
დროს საზოგადოებას ჰქონდა
ერთგვარად იმედიც კი
გადაწურული, რომ ეს
მდგომარეობა შეიძლებოდა
შეცვლილიყო, თუმცა ზუსტად
ამ დროს, პოლიტიკაში
შემოვიდა ბატონი ბიძინა
ივანიშვილი, რომელმაც
გააკეთა განაცხადი
ცვლილებებთან
დაკავშირებით და
საზოგადოება გაჰყვა
სწორედ ამ გზავნილებს.
იგივე, რომ ავიღოთ
მდგომარეობა, როგორიც იყო
მაგალითად
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში, სადაც
ფიქსირდებოდა სისტემური
წამების პრაქტიკა,
არაადამიანური მოპყრობა,
დღეს ვითარება, ყველამ
იცის, რომ არის რადიკალურად
განსხვავებული. იგივე
ხდებოდა ქუჩაშიც, სადაც,
მაგალითად 150-ზე მეტი
ადამიანი უბრალოდ ქუჩაში
მოკლეს. ხშირ შემთხვევაში
იყვნენ ადამიანები,
რომლებსაც არავითარი
კავშირი არ ჰქონდათ
კრიმინალთან, თუმცა მათ
იმეტებდნენ ძალიან
მარტივად იმიტომ, რომ ეს
იყო მაშინდელი რეჟიმის
დაკვეთა“, - განაცხადა
პრემიერმა.