თბილისის მერის კახა
კალაძის განცხადებით,
მნიშვნელოვანია,
გამოიძიონ, თუ ვისი
მითითებით მოქმედებდა 2008
წელს ქვეყნის მაშინდელი
ხელისუფლება. ამის შესახებ
მან სისხლის სამართლის
კოდექსში სამშობლოს
ღალატის მუხლის,
დაბრუნებასთან
დაკავშირებით განაცხადა,
რომელიც 2007 წელს
გაუქმდა.მისი თქმით, ყველა
დამნაშავემ, ვისაც ღალატი
აქვს ჩადენილი ქვეყნის
წინაშე, პასუხი უნდა
აგოს.„ის, რაც 2008 წელს მოხდა,
ძალიან მძიმეა ჩვენი
ქვეყნისთვის. აღნიშნული
ჭრილობები ჯერაც არ
მოუშუშებია ქვეყანას. ჩვენ
ამ ომით დავკარგეთ
ტერიტორიები, დაგვეღუპა
გმირი ჯარისკაცები,
მშვიდობიანი მოსახლეობა,
განადგურდა
ინფრასტრუქტურა. ცხადია,
უმძიმესი შედეგები
მივიღეთ. რა თქმა უნდა,
საქართველოს ინტერესში არ
შედიოდა აღნიშნული ომი.
ამიტომ, არჩევნების დროს
გავაკეთეთ არაერთი
განცხადება იმასთან
დაკავშირებით, რომ
მნიშვნელოვანია,
გამოვიძიოთ, თუ ვისი
მითითებით მოქმედებდა
ქვეყნის მაშინდელი
ხელისუფლება. იმ უგუნურმა
პოლიტიკამ, რა თქმა უნდა,
დააზიანა ჩვენი ქვეყანა,
მოგვაყენა ძალიან დიდი
ზიანი. შემთხვევითი არაა,
რომ ამ ომამდე რამდენიმე
ხნით ადრე, აღნიშნული
კანონი გაუქმდა. ჩვენთვის
მნიშვნელოვანია ამ
კანონის თავიდან მიღება,
რადგან ყველა დამნაშავემ,
ვისაც ღალატი აქვს
ჩადენილი ქვეყნის წინაშე,
პასუხი უნდა აგოს“, -
განაცხადა კახა კალაძემ.