ყაზახეთში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დააკავეს

Civil Georgia 1 თვე წინ 21
ყაზახეთში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე 18 მარტს ყაზახეთში აეროპორტში საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. ამის თაობაზე ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გაავრცელა.

ბეჟაშვილის თქმით, ვარშალომიძეს რუსეთში „ექსტრადიციის საფრთხე“ ემუქრება, ვინაიდან საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკრაინის ხელისუფლებასთან მის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკავშირდება.

ბეჟაშვილმა საქმეს „ყოველგვარ საფუძველს მოკლებული“ უწოდა და განაცხადა, რომ „სწორი კომუნიკაცია საჭიროა იმისათვის, რომ დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან”. მან ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც შედის საქართველოს და ყაზახეთის საუკეთესო ინტერესებში.

53 წლის ვარშალომიძე აჭარის მთავრობის მეთაურად 2004 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა. მისი მმართველობის პერიოდში მან აჭარის, განსაკუთრებით კი ბათუმის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 2015 წელს ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი გახდა. იგი უკრაინაში რეფორმების განსახორციელებლად ჩასულ ქართველ ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია