საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, “ქართული ოცნების” ახალ სარეკლამო ბანერებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ასეთი სამარცხვინო, ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს…
რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ “კაგებეს“ სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!.. “ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ახალხანს გამოჩნდა ქართული ოცნების ახალი ბანერები “არა ომს, აირჩიე მშვიდობა.”
ნახეთ ფოტო: