ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი ყველა მიმართულებით და სწორედ ეს პროგრესი აისახება შესაბამის ინდექსებში - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 2 თვის წინ 71
ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი ყველა მიმართულებით და სწორედ ეს პროგრესი აისახება შესაბამის ინდექსებში - ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, კეთილსინდისიერების ინდექსში საქართველოს დაწინაურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა მიმართულებით ვითარდება და სწორედ ეს პროგრესი აისახება ობიექტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ინდექსებში.მისი განმარტებით, საქართველოს პროგრესს საზოგადოების დიდი ნაწილი ნათლად ხედავს."ეს არის მხოლოდ ერთ-ერთ ინდექსი, სადაც ფიქსირდება საქართველოს წინსვლა. 2012 წლიდან მოყოლებული და მათ შორის, ბოლო წლების განმავლობაში, არ არსებობს არცერთი სფერო და სექტორი, სადაც ქვეყანამ არ განიცადა პროგრესი, იქნება ეს ეკონომიკური საკითხები, მმართველობის, დემოკრატიის თუ ა.შ. ყველა მიმართულებით ქვეყანას აქვს პროგრესი, რაც შესაბამისი ობიექტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ინდექსებში და რეიტინგებში ისახება, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. ამას საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილიც ხედავს. ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი ყველა მიმართულებით და სწორედ ეს პროგრესი აისახება შესაბამის ინდექსებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია