ქვეყანა უნდა დავუბრუნოთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც მტრების მეგობრებად წარმოჩენა კი არ სურთ, არამედ ადეკვატური, მართალი აღქმა აქვთ მოვლენების და მსოფლიოსი - თინა ბოკუჩავა

Primetime.ge 1 თვე წინ 15
ქვეყანა უნდა დავუბრუნოთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც მტრების მეგობრებად წარმოჩენა კი არ სურთ, არამედ ადეკვატური, მართალი აღქმა აქვთ მოვლენების და მსოფლიოსი - თინა ბოკუჩავა
სიცრუეზე აგებული რიტორიკა საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა და ბრძოლა "დიფ სთეითის" წინააღმდეგ - უმრავლესობის ლიდერის განცხადებები პოლიტიკური შეფასებების თემაა."სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ შტატების მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში "დიფ სთეითის" დამარცხება", - წერს სოციალურ ქსლში მამუკა მდინარაძე.მდინარაძის სტატუსს ოპოზიცია ეხმაურება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ პოლიტიკურ ძალებსა და ლიდერებს, რომლებსაც მოვლენების და მსოფლიოს ადეკვატური აღქმა აქვთ."ქვეყანა უნდა დავუბრუნოთ იმ პოლიტიკურ ძალებს, ლიდერებს, რომლებსაც  სიმართლის, ისტორიის, ფაქტების ინვერსია, მტრების მეგობრებად წარმოჩენა კი არ სურთ, არამედ ადეკვატური, მართალი აღქმა აქვთ მოვლენების და მსოფლიოსი იმისთვის, რომ ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს და გახდეს სწორედ იმ ცივილიზაციის ნაწილი, რომლის ნაწილიც არიან ბალტიის და სკანდინავიის ქვეყნები", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
სრულად წაიკითხეთ სტატია