“ქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალი” (რომპეტროლი) “hei” კონცეფციას ქართულ ბაზარზეც ნერგავს

News.ge 1 დღე წინ 1
“ქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალი” (რომპეტროლი) “hei” კონცეფციას ქართულ ბაზარზეც ნერგავს

ჯგუფი “ქეი-ემ-ჯი ინთერნეიშენალი”” (რომპეტროლი) პირველად ნერგავს “ჰეი” კონცეფციას „რომპეტროლ საქართველოს” ბენზინგასამართი სადგურების ქსელში. ამისთვის კომპანიამ თბილისში, სააკაძის მოედანზე, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ნაწილში მდებარე სადგური შეარჩია.
“ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენი კომპანია მომხმარებელთა ლოიალურობის ასამაღლებლად და დასაფასებლად დგამს. “ჰეი” ახალი, თანამედროვე სერვისებით გაჯერებული წამოწყებაა, რომელიც სრულადაა მორგებული რომპეტროლის სადგურებზე მოსული ადამიანების საჭიროებებზე. ამ კონცეფციამ, თავისი კომფორტისა და ძლიერი გასტრონომიული მიმართულების დამსახურებით, ძალიან კარგი შედეგები აჩვენა სხვა ქვეყნებშიც,”- მალიკ ტულეკოვი, „რომპეტროლ საქართველოს” ფინანსური დირექტორი და გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
საქართველოში „ჰეის“ დანერგვა KMG International-ის ძირითადი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც შავი ზღვის რეგიონში საცალო საქმიანობის კონსოლიდაციასა და განვითარებას მოიაზრებს.
ახალი ფართი აერთიანებს როგორც კაფეს, ასევე მაღაზიას. „ჰეი&კოფი“ სივრცის სამშენებლო სამუშაოები მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად შემუშავებული იდეის მიხედვით განხორციელდა. სააკაძის სადგურზე, “ჰეი&კოფის” ახალ, პრემიუმ მაღაზიაში მისულ სტუმრებს ორმაგი წარმოშობის ყავისა და საკონდიტრო ნაწარმის ასორტიმენტი ელით, რომელიც სამოვავლოდ საკონდიტრო ნაწარმიდან დივერსიფიცირებული იქნება ახლადდამზადებული პროდუქტების გაფართოებულ ასორტიმენტამდე.
უახლოეს პერიოდში, რომპეტროლ საქართველო “ჰეი&კოფის” კონცეფციის გაფართოებას თბილისში კიდევ ორ, აღმაშენებლის გამზირსა და მდინარის მარცხენა სანაპიროზე, დგებუაძისა და ხვამლის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე სადგურებზე აპირებს. ეს ყოველივე კომპანიის საშუალოვადიანი მიზნის მიღწევას ემსახურება, რომელიც რომპეტროლის სადისტრიბუციო ქსელის დაახლოებით მესამედის “hei&coffee” ბრენდით დაფარვას გულისხმობს.
„რომპეტროლ საქართველო” არის ჯგუფ „KMG International”-ის (Rompetrol) შვილობილი კომპანია, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნულ კომპანიას – KazMunayGas-ს. 71 სადგურისგან შემდგარი სადისტრიბუციო ქსელით, „რომპეტროლ საქართველო” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა ქართულ ნავთობისა და გაზის ბაზარზე და ითვლება ერთ-ერთ ლიდერად საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის საწვავის მიწოდებაში.
ამასთან, კომპანია რუმინეთის ქალაქ ნევოდარიში მდებარე „პეტრომიდიის” გადამამუშავებელ ქარხანაში წარმოებულ საწვავს ყიდის, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია.
ლოჯისტიკური სამუშაოების გასამარტივებლად, „რომპეტროლ საქართველოს” ორი სტრატეგიულად განლაგებული ნავთობბაზა აქვს – ერთი დედაქალაქ თბილისში, მეორე კი ბათუმში – შიდა ნავთობპროდუქტების ყველაზე მნიშვნელოვან ტერმინალში შავი ზღვის სანაპიროზე.
„რომპეტროლ საქართველო” ადგილობრივ ბაზარზე 2005 წლიდანაა წარმოდგენილი და დღეისთვის მის ყოველდღიურ საქმიანობაში 800-ზე მეტი ადამიანია ჩართული, რაც კომპანიას ქვეყნის ერთ-ერთ მოწინავე დამსაქმებლად აქცევს.

სრულად წაიკითხეთ სტატია