ქეთი ქურდოვანიძე: გიჟია თუ რა?

News.ge 2 საათი წინ 1
ქეთი ქურდოვანიძე: გიჟია თუ რა?
ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი :
გიჟია თუ რა? ეს არის ილია ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივის” ერთ-ერთი თავის სათაური.
საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის არასტანდარტული ქცევა აღიქმება სიგიჟედ და განსჯის საგნად იქცევა, გიორგის სასამართლო გაამართლებს არა იმიტომ, რომ უდანაშაულოა, არამედ იმიტომ, რომ მომჩივანმა ( შეძლებულმა და გავლენიანმა ბატონმა) მიუტევა. თუმცა აქ მთავარია საზოგადოების რეაქცია, რომელსაც ვერ ცვლის სასამართლო განაჩენი, თანასოფლელთათვის ის – გიჟია თუ რა? და მაინც, მთავარი სიტყვა აქ “გიჟი” კი არა , “რა” არის, რომლის მნიშვნელობის ინტერპრეტაცია უსასრულოდაა შესაძლებელი და მოიაზრებს იმ ეპოქის საზოგადოების დეგრადაციისა და მორალური გახრწნის ყველა სავარაუდო ეპითეტს.
ნინო დათაშვილის შეურაცხადად გამოცხადება რეჟიმის კი არა საზოგადოების განაჩენია -2012 წლის კალმებითა და 13-წლიანი დუმილით.
სრულად წაიკითხეთ სტატია