
ჟურნალისტი ვახო სანაია:
სიბრაზე მახრჩობს.
ნინო დათაშვილი უდანაშაულოა. უფრო მეტიც, მასზე იძალადეს ზონდერმა მანდატურებმა და სინამდვილეში თავადაა დაზარალებული. ნინომ საპატრულოც კი გამოიძახა, მაგრამ პოლიციას რეაგირება არ ჰქონია.
ინციდენტი სასამართლოში 9 ივნისს მოხდა.
11 ივნისს გაირკვა, რომ პირიქით, ნინოს აღუძრეს საქმე მუხლით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
20 ივნისს ნინო დათაშვილი დააკავეს.
ნინო რომ უდანაშაულოა, აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ახლა ვნახოთ, რა გააკეთა მოსამართლემ, რომელიც ჩვეულებრივი დაქირავებული მკვლელია და ადამიანი უკანონოდ ჩასვა ციხეში.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა – ყველაზე მკაცრი სახე.
დავსვათ შეკითხვა – რისთვის არსებობს აღკვეთის ღონისძიება ? იმისთვის, რომ პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. აღკვეთის ღონისძიება არ არის სასჯელი. ეს დროებითი მექანიზმია.
როდესად აღკვეთის ღონისძებად უფარდებ ყველაზე მკაცრ სახეს – პატიმრობას, ამას სჭირდება მყარი დასაბუთება.
1. მოსამართლეს, რომელმაც უსინდისოდ პატიმრობა შეუფარდა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გასჩენოდა ვარაუდი, რომ ნინო დათაშვილი მიიმალებოდა. რაღაცას უნდა მიეყვანა ის ამ დასკვნამდე, როცა პროკურატურის ,,არგუმენტი” გათვალისწინა. სასამართლოს ინციდენტიდან დაკავებამდე 11 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში ( 9 დღე. 11 რიცხვიდან, როცა შსს აქვეყნებს განცხადებას საქმის აღძვრის შესახებ) ნინო დათაშვილმა იცოდა, რომ მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, მაგრამ მიიმალა სადმე ? არა. ანუ ნინო დათაშვილი არსად აპირებდა მიმალვას, ეს ფაქტია. არ მიიმალა. მოსამართლეს ფაქტი ეჭირა ხელში. ყველაზე მთავარი რამ. მას არ სჭირდებოდა ვარაუდი, ფაქტი არსებობდა.
ჯალათმა მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მაინც პატიმრობა შეუფარდა.
2. ვთქვათ, მაინც ფიქრობ, რომ მიიმალება. ამისთვის არსებობს სათანადო ღონისძიებები და გაუსვლელობის შესახებ შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის შეუფერხებლად წარმართვას და არ გჭირდება ადამიანის ციხეში ჩასმა განაჩენის გამოცხადებამდე. ვერსად გაგექცევა.
არც ეს გააკეთა ჯალათმა მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ.
3. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ნინო დათაშვილი მიიმალებოდა, დანაშაულს ხელახლა ჩაიდენდა და ან მოწმეებზე მოახდენდა ზემოქმედებას.
მიმალვის საფრთხე ავხსენით და ადვილად დაასკვნით, რომ არ არსებობდა. არც სჭირდება ზედმეტი განმარტება.
ვერც საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გაანადგურებდა, რადგან ეს ვიდეომასალა ატვირთულია ყველა პლატფორმაზე, აქვს გამოძიებასაც და სასამართლოსაც. ესეც გამოირიცხა.
ხელახლა დანაშაულის ჩადენა სასაცილო არგუმენტია. როგორ უნდა ჩაიდინოს ხელახლა დანაშაული, როცა არც მანამდე ჩაუდენია. ან რა უნდა გაეკეთებინა ? რას გვეუბნებიან, შეიძლება, სასამართლოში მივარდნილიყო და ეცემა ორმეტრიანი ზონდერები ? ჯერ ერთი, როგორ ? მერე – რატომ ? ამით რას შეცვლიდა სათავისოდ ? ვერც ვიდეომასალას გაანადგურებდა ფიზიკურად, მით უმეტეს, მის სასარგებლოდაა ეგ კადრები. აბსურდი.
მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. უკვე აღვნიშნეთ, რომ ვიდეოკადრები არსებობს. ვისზე უნდა მოახდინოს ზემოქმედება ? ან რა უნდა თქვან მოწმეებმა სხვა, რაც კადრებში არ ჩანს. ან როგორ უნდა მოახდინოს ზემოქმედება მასწავლებელმა ნინო დათაშვილმა იმ ზონდერ მანდატურებზე ? როგორ ? რა ფორმით ? ეს ხომ წარმოუდგენელი აბსურდია.
რაც დავწერე, ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა ჯალათმა მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ.
4. არსებობს თავდებობა. ავტორიტეტულმა და პატივსაცემმა მოქალაქეებმა გამოთქვეს თავდებობის მზადყოფნა.
არც ეს გაითვალისწინა ჯალათმა მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ.
4. არსებობს გირაო. ადვოკატმა სასამართლოს 20-ათასლარიანი გირაო შესთავაზა დამატებითი ვალდებულებებით.
არც ეს გაითვალისწინა ჯალათმა მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ.
5. აღკვეთის ღონისძებად პატიმრობის შეფარდების დროს უნდა გაითვალისწინო ბრალდებულის პიროვნება, მისი საქმიანობა და სხვა არაერთი მახასიათებელი. ნინო დათაშვილი სანიმუშო მოქალაქეა.
არც ეს მიიღო მხედველობაში მოსამართლემ. ეს ქალი ჩვეულებრივი მკვლელია.
რატომ დავწერე ამხელა ტექსტი. იმისთვის, რომ გავიაზროთ, რა მასშტაბის ბოროტება ხდება ამის შემდეგაც.
მზია ამაღლობელის პროცესს, რომელიც ქართული ოცნებისთვის გამანადგურებელი მორალური ფიასკოთი სრულდება, დაემატა კიდევ ერთი უდანაშაულო ქალის – ნინო დათაშვილის საქმე.
და აი, აქ რეჟიმი წავიდა სადამსჯელო ფსიქიატრიის გზით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომები დახურულია, ცხადია, ნინო დათაშვილის საქმეც მძიმედ შემოუტრიალდება. და გააცოცხლა ყველაზე საზარელი საბჭოთა მეთოდი – ფსიქიატრიის რეპრესიის იარაღად გამოყენება.
ახლა ვნახოთ, რა დონის ვერაგობასთან გვაქვს საქმე. ზემოთ ვრცლად დავწერე, რამდენი რამ უნდა გაითვალისწინოს მოსამართლემ, ვიდრე ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ზომის – პატიმრობის შეფარდებას გადაწყვეტს. ერთ-ერთი კომპონენტი ჯანმრთელობის მდგომარეობაცაა. სხვა, ძირითად გარემოებებთან ერთად ესეც გასათვალისწინებელია დამატებით ფაქტორად.
გარდა იმისა, რომ ნინო უდანაშაულოა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაც სრულიად დაუსაბუთებელია, მას აწუხებს წელი.
,,აქვს მალთაშუა დისკის დაზიანება, რადიკულოპათია, მალთაშუა დისკის თიაქარი”. 2019 წელს გაიკეთა ოპერაცია. ნინო უჩივის ტკივილებს, რომელიც ინტენსიური გახდა ბოლო პერიოდში. წელის პრობლემის თანხმლებ გარემოებად მითითებულია ემოციური ლაბილობა. ესე იგი, ძლიერი ტკივილი იწვევს ემოციებს.
ანუ მთელ ამ ამბავს ემატება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ეს საბუთი დაცვის მხარეს მოსამართლეს წარუდგინა, როგორც დამატებითი არგუმენტაცია, რატომ არ უნდა ჩაესვათ ის ციხეში. ცხადია, ჯალათმა მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ არც ეს გარემოება მიიღო მხედველობაში.
რეჟიმმა უარესი გააკეთა. მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეს დოკუმენტი, რომელიც ნინო დათაშვილის სხდომათა დარბაზიდანვე გათავისუფლების დამატებითი არგუმენტი უნდა ყოფილიყო, ქართულმა ოცნებამ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
ემოციური ლაბილობა არ არის შეურაცხადობის დადგენის საფუძველი. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ უკანონო პატიმრის დოკუმენტში ემოციური ლაბილობის შესახებ ჩანაწერი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძვლად აქცია. კიდევ ერთმა ჯალათმა მოსამართლემ – ფიქრია სიქტურაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა უსიტყვოდ დააკმაყოფილა.
პატიმარს სულ რომ დიაგნოზიც ჰქონდეს, ეს არ არის ფსიქიატრიულში გადაყვანის საფუძველი. არსებობს უმკაცრესი კრიტერიუმები, როდის უნდა გადაიყვანო სამკურნალო დაწესებულებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ესაა წამება.
რეჟიმს ამ ექსპერტიზის დანიშვნით, აქვს პოლიტიკური და ,,სამართლებრივი” მიზნები. ყველაზე მთავარი, რის მიღწევასაც ცდილობს, არის საზოგადოებაში ნინოზე აზრის დამკვიდრება, რომ ის ,,გიჟია”.
რა სინდისის პატიმარი, შეშლილი ყოფილა. გინდ ციხეში იყოს, გინდ ფსიქიატრიულში, გინდ გარეთ, შეშლილი უნდა დაუძახონ ქოცებმა. ესაა მიზანი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, როგორ სტიგმატიზაციას მიმართავენ მათ წინააღმდეგ და ფეხქვეშ თელავენ, ვისაც მართლა დიაგნოზი აქვს.
ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე ვერაფერი თქვეს. ვერც ერთი მიმართულებით ვერაფერი გამოუგონეს, ხოლო ციხეში გაუარესებულ მხედველობის პრობლემებს შეშლილობად ვერ გაასაღებდნენ; პედაგოგ ნინო დათაშვილსაც ვერაფერი მოუხერხეს, უპატიოსნესი ადამიანია, ვერც ერთი მიმართულებით ვერაფერი გამოუვიდათ. ამიტომ ახლა ადგნენ და ესეც კი იკადრეს, შეშლილიაო და არა სინდისი პატიმარი.
ამასთან, წარმოიდგინეთ, ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ როგორ აღრმავებენ სტიგმას. სადამსჯელო ფსიქიატრია დააბრუნეს, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების მეთოდი.
Был бы человек, а диагноз найдется.
როცა დისიდენტებს ვერაფერს უხერხებდნენ საბჭოთა კავშირში, მათ გიჟებად აცხადებდნენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი კი შეშილობად და ცხოვრებისეულ განაჩენად იყო მიჩნეული.