ქეთი ენუქიძე: ამიტომ არ შეიძლება მათი დამარცხება და, რაც მალე მიხვდებიან ამას სნეული, წითელი, ცინიკური კლოუნები, მით უკეთესი!

News.ge 1 კვირა წინ 8
ქეთი ენუქიძე: ამიტომ არ შეიძლება მათი დამარცხება და, რაც მალე მიხვდებიან ამას სნეული, წითელი, ცინიკური კლოუნები, მით უკეთესი!
“პოსტებს ვკითხულობ და ისეთი განცდა მაქვს, რომ ადამიანებს ეშინიათ გაჩერების.
კითხულობენ, ვინ რომელ ციხეშია, ღამე მათ ფანჯრებთან რომ გაათენონ, საჩუქრები გაუგზავნონ სრულიად უცხოებს, მაგრამ ყველაზე ახლობლებს.
რაღაცებს ამზადებენ ქუჩაში ახალი წლის შესახვედრად, ერთად გათენებისთვის. ერთმანეთს უთანხმებენ, დახმარებას სთავაზობენ…
თავად იგონებენ ათასგვარ ხერხებს, ერთმანეთს ყოფა რომ გაუმარტივონ.
ფუსფუსებენ, ფუსფუსებენ, ფუსფუსებენ…
თითქოს მარტო დარჩენის ეშინიათ, უერთმანეთობის ეშინიათ.
ჰგონიათ, რომ, როცა რაღაც ხდება, როცა ბევრნი არიან, როცა ბევრი დროშაა გარშემო, ყველაფერი კარგადაა…
ყველაზე ახლობელი ისაა, ვინც ქუჩაში შენ გვერდითაა. ყველაზე საიმედო და ძვირფასი ისაა.
არც სახელი იცი, არც გვარი, მაგრამ მაინც ისაა.
მხოლოდ ის და აღარავინ სხვა…
რაღაც მეტი ხდება, ვიდრე შეიძლება სიტყვებით ახსნა…
ადამიანებს როცა ეშინიათ ერთმანეთის გარეშე დარჩენის, ერთმანეთისთვის ხელის გაშვების, ისინი ერთმანეთისთვის ყველაფერს მოერევიან!
აი, სად არის ქვეყანა!
აბსტრაქცია იქ იძენს სხეულს, სადაც ისინი არიან…
ისინი არიან ქვეყანა…
ამიტომ არ შეიძლება მათი დამარცხება და, რაც მალე მიხვდებიან ამას სნეული, წითელი, ცინიკური კლოუნები, მით უკეთესი!” – წერს სოციალურ ქსელში  “შეაჩერე კორუფციას” დამფუძნებელი ქეთი ენუქიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია