ღვინის ეროვნული
სააგენტოს მხარდაჭერით,
ქართული ღვინის
მწარმოებელი 16 კომპანია
ღვინისა და ალკოჰოლური
სასმელების საერთაშორისო
გამოფენაში London Wine Fair 2025
მონაწილეობდა.გამოფენა London
Wine Fair 1981 წლიდან ტარდება და
ღვინის სექტორში ერთ-ერთ
მნიშვნელოვან ღონისძიებად
ითვლება. პრესტიჟულ
გამოფენას, ტრადიციულად,
მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნიდან ათასობით
სტუმარი, მათ შორის, ღვინის
ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის
სფეროს და მედიის
წარმომადგენელი ესწრება.
შესაბამისად, London Wine Fair
წარმოადგენს მნიშვნელოვან
პლატფორმას ქართველი
მწარმოებლებისთვის ახალი
სავაჭრო პარტნიორების
მოძიების, პროდუქციის
პოპულარიზაციისა და
ექსპორტის გაზრდის
კუთხით.გამოფენის
ფარგლებში, ღვინის
ეროვნული სააგენტოს
კონტრაქტორი ბრიტანული
კომპანიის Swirl Wine Group
ხელმძღვანელმა, ღვინის
მაგისტრმა სარა ებოტმა (Sarah
Abbott) ღვინის
პროფესიონალებისთვის
ქართული ღვინის სამი
პრეზენტაცია-დეგუსტაცია
გამართა, სადაც, ჯამში,
ქართული ღვინის
მწარმოებელი 19 კომპანიის
ღვინოები იყო
წარმოდგენილი.გამოფენას
დიდი ბრიტანეთისა და
ჩრდილოეთ ირლანდიის
გაერთიანებულ სამეფოში
საქართველოს დესპანი
გიორგი საგანელიძე
დაესწრო. გამოფენაზე London Wine Fair
2025 ღვინის წარსადგენად
ქართველმა მეწარმეებმა
მხარდაჭერა დიდი
ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ
ირლანდიის გაერთიანებულ
სამეფოში საქართველოს
საელჩოსგანაც მიიღეს.დიდი
ბრიტანეთი მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე დიდი
იმპორტიორი და ღვინის
მომხმარებელი ქვეყანაა,
რომელიც 2014 წლიდან
გამოიკვეთა როგორც
ქართული ღვინის
საექსპორტო ერთ-ერთი
სტრატეგიული ბაზარი.
ღვინის ეროვნული
სააგენტოს ქართული ღვინის
მწარმოებლებთან
თანმიმდევრული
თანამშრომლობით,
შესაძლებელი გახდა
ქართული ღვინის ექსპორტის
მზარდი ტენდენციის შექმნა.
2024 წელს, ექსპორტირებული
იყო 426 ათას ლიტრამდე ღვინო,
რაც 2023 წლის მაჩვენებელთან
შედარებით 72%-ითაა გაზრდილი.