არაერთმა ქართველმა ქალმა
გადალახა ოკეანე იმ იმედით,
რომ საკუთარი თავი შორს –
სხვა კულტურაში, სხვა
წესებსა და გამოწვევებში
ეპოვა. მათ შორის ბევრმა
შეძლო ის, რაც სხვებისთვის
წარმოუდგენელი იყო –
ერთდროულად ორი სამყაროს
შერწყმა საკუთარ
ცხოვრებაში: ქართული სითბო
და ღირებულებები –
ამერიკულ ძალასა და
შესაძლებლობებთან
ერთად.ჩვენი რესპონდენტი
სწორედ ასეთი ქალია –
ემიგრანტი, რომელმაც
ამერიკაში არა მხოლოდ
ახალი ცხოვრება დაიწყო,
არამედ ააშენა ძლიერი
ბიზნესი, გახდა საკუთარი
თემის ლიდერი და დღეს უკვე
თვითონ უწყობს ხელს
სხვების წინსვლას. მაგრამ
რაც მთავარია – მისი
ყველაზე დიდი სიმდიდრე
რჩება ქართულად ფიქრი,
გრძნობა და მადლიერება
წარსულისადმი, რომელიც მის
საყრდენად იქცა.ნინა
კიკნაძე საქართველოში
ჟურნალისტი გახლდათ, 18
წელზე მეტია, ქვეყანა
დატოვა და ამერიკაში
ცხოვრობს.ჩააბარა ტენესის
უნივერსიტეტში,
ბიზნესადმინისტრირების
ფაკულტეტზე, მუშაობდა
ფინანსიტად დიდი ამერიკულ
კორპორაციებში, ახლა კი
თავად აქვს ბიზნესი და
ფინანსური კუთხით
კონსულტაციებს უწევს სხვა
კომპანიებს.მოგეხსენებათ,
რომ საკუთარი საქმის
ხელმძღვანელობას საკმაოდ
დიდი დრო და ენერგია
სჭირდება, თუმცა ნინა
პოულობს რესურსს და უკვე
მეოთხე წელია, ჯორჯიის
შტატში ქართულ ფესტივალს
ატარებს.ნინა
კიკნაძე:ჯორჯიის შტატში
დაახლოებით 5 ათასი ქართული
ოჯახი ცხოვრობს, თუმცა
ყველა იმდენად
მიმოფანტულია შტატში, რომ
ერთად ვერასდროს ნახავ.
ბევრი მათგანი ატლანტაში
მოხვდა Fulbright სასწავლო
პროგრამის ან სხვა
გაცვლითი პროგრამების
მეშვეობით. ატლანტის შტატი
განსაკუთრებით ნაცნობია
სამედიცინო უნივერსიტეტის
სტუდენტებისათვის და
ქართველი
ჯარისკაცებისათვის.როგორც
წესი, სამედიცინო
უნივერსიტეტის სტუდენტები
აქ სასწავლებლად ჩამოდიან.
ასევე, ატლანტაში
განლაგებულია სამხედრო
ბაზა, სადაც ქართველი
ჯარისკაცები წვრთნებს
გადიან.ასე რომ, ეს შტატი
გახდა ნამდვილად
უნიკალური, საქართველოსა
და ამერიკას შორის
ურთიერთობაში.წელს უკვე
მეოთხედ ჩავატარე,
ფესტივალი „ქართული სული“,
რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ
ახალი ურთიერთობების
ჩამოყალიბებას, არამედ
შტატში ქართული კულტურის
პოპულარიზაციის ტრადიციის
გაგრძელებას. წელს მივხვდი,
რომ ფესტივალი, აგრეთვე,
პოპულარიზაციას უწევს
ამერიკულ კულტურას და
ჩამოსული მონაწილეები
უფრო ახლოს ეცნობიან
ამერიკულ წყობას.მოვიწვიე
საპატიო სტუმრები როგორც
ამერიკული, ისე ქართული
მხრიდან, ბიზნესმენები,
მსახიობები, მოცეკვავეები.
გადაწყდა რესტორნის
გახსნა ატლანტაში, ასევე
მანქანების ექსპორტით
დაკავებული უზარმაზარი
კომპანია შემოდის
ჯორჯიაში. ამ
ინიციატივების
განხორციელება მარტო
მიწევს, მაგრამ “ქართული
სულის” ფესტივალის
ჩატარებას აქვს არა მხოლოდ
კულტურული, არამედ
დიპლომატიური მისიაც.
ძალიან მნიშვნელოვანია,
როგორი განცხადებები
ისმოდა სცენიდან. როგორც
ყოველთვის, ამჯერადაც
დაესწრნენ ამერიკელი
პოლიტიკოსები: ჯორჯიის
სენატორი შონ სტილი,
კონგრესის წარმომადგენელი
- მათოუ რივზი, ატლანტის
მერიის წარმომადგენელი -
ვიქტორია მილსი და სხვა
პოლიტიკოსი. ჩვენი მხრიდან
ფესტივალს ესწრებოდნენ
ჩრდილოეთ ამერიკის
ეპარქიის მიტროპოლიტი -
მეუფე საბა ინწკირველი,
საქართველოს კონსული
ამერიკაში, პაატა
პაპუაშვილი,
პარლამენტარები,
ბიზნესმენები, და სხვა
საპატიო სტუმრები.ეს
ფესტივალი ვერ
ჩატარდებოდა ამერიკაში
მოღვაწე ქართველი
მოცეკვავეების და
მომღერლების დახმარების
გარეშე:ნიუ-იორკის
კულტურული ცეკვის და
ვოკალის ცენტრი
„ფესვების“, პენსილვანიის
წმინდა გრიგოლ ფერაძის
ქართული კულტურული
ცენტრის; სოლისტების: ანი
ცქვიტინიძის, გელა დონაძის,
ნინი წიკლაურის, ბექა
გოგინაშვილის, გიორგი
შალვაშვილისა და გოგიტა
გოგიძის. ფესტივალის
გალერეაში გამოფენილი იყო
ჯორჯიაში მცხოვრები
ცნობილი ქართველი
მხატვრის, ილია ჩიტაძის
შესანიშნავი ნახატები.
„საქართველოს სულის“
კულინარიული მასტერკლასი
ჩაგვიტარა შეფმა - ნაირა
ლელაძემ. პირველად
ფესტივალის ისტორიაში იყო
წარმოდგენილი
გათანამედროვებული
ქართული სამოსის ჩვენება,
დიზაინერებისგან: თამარ
ნადირაძისა და ნინა
ექსეულიძის, კომპანია
„მარი გოლდი“. ნამდვილი
ქართული ღვინით ფესტივალი
იყო უზრუნველყოფილი
ქართველი მეცენატის, ავთო
ჩხეიძეს მიერ, სახელად
„ალაზნის მამული“.ახლო
ურთიერთობა მაქვს ქალაქის
ხელმძღვანელობასთან,
მათგან ყოველთვის მქონდა
მხარდაჭერა.ერთ-ერთი
ფესტივალის დროს,
გენერალმა კარტერმა
ბრწყინვალების მედალი
გადმომცა, თან დააყოლა „ეს
არის ჩემგან და 50 000 ამერიკის
ჯარისკაცისგან“. მერე
გავარკვიე, რომ ეს ჯილდო
უდიდეს მხარში დგომას,
პატივსა და დამსახურებას
ნიშნავს.ამ ფესტივალს
ყოველ წელს ვატარებ
იმისთვის, მეგობრული
ურთიერთობა შენარჩუნდეს
და გვქონდეს
წინსვლა.ფესტივალს
ამერიკული რაგბის გუნდის
წევრებიც ესწრებოდნენ,
ასევე გუბერნატორი,
რომლებიც ფესტივალის
შემდეგ საქართველოში
წამოვიდნენ
სამოგზაუროდ.ქალაქის
მერიის წარმომადგენელი,
ქალბატონი ვალერი
გამოვიდა სიტყვით. ძალიან
კარგად ვმუშაობ ამ
ქალბატონთან. გადაგვიხადა
მადლობა, მათ შორის მეც,
ფესტივალის
ორგანიზებისთვის და
იმისთვის, რომ რომ ვცდილობ,
შევინარჩუნოთ
მეგობრობა.ჯერ
დანამდვილებით არ ვიცი,
მაგრამ ცოტა ხანში
გაირკვევა, მივიღეთ თუ არა
ის შედეგი ამ ფესტივალიდან,
რაც მიზნად გქონდა
დასახული.ის, რომ მერიამ
მიიღო დაპატიჟება და მერის
წარმომადგენელი გამოვიდა
ოფიციალური სიტყვით, უკვე
ბევრს ნიშნავს.კონგრესის
წარმომადგენლისგან
წერილობითი მხარდაჭერა
გვაქვს მიღებული და ის
ასევე გამოვიდა
სიტყვით.გვაქვს ასევე
მერიის მხარდაჭერის
წერილი.ჯერჯერობით,
ატლანტის მერიას აქვს
ჩვენი საინფორმაციო
სპონსორის ფუნქცია. ჩვენი
მხრიდან ასევე უნდა იყოს
რაღაცა მნიშვნელოვანი
ნაბიჯი, რომ ურთიერთობა
გამოვიდეს ორმხრივი. გარდა
კულტურისა, კიდევ რაღაცით
უნდა გამოიხატებოდეს
ჩვენი მხარდაჭერა.ახლა
ჩატარებული ფესტივალი
ძალიან კარგი მაჩვენებელი
იყო მათთვის, რომ ჩვენ
მეგობრობის გაგრძელება
გვსურს. ისინი შეხვდნენ
ქართველ ბიზნესმენებს,
შეხვდნენ ჩვენს კონსულს. ეს
უკვე ძალიან კარგია.
შეხვდნენ მეუფესაც,
გავაცანით ჩვენი გეგმები,
რას ვაკეთებთ და რის
გაკეთებას ვაპირებთ.მე
ჩემი ძალებით ვაკეთებ, რაც
შემიძლია, დანარჩენი კი
ჩვენს დიპლომატებზეა უკვე
დამოკიდებული.მოგეხსენებათ,
ტრამპმა არჩევნებში
გამარჯვების შემდეგ ბევრი
ქვეყანა დაბლოკა,
რომლებთან ურთიერთობა
საერთოდ აღარ შეინარჩუნა
და ამ ქვეყნებს შორის არ
არის საქართველო, რაც
ძალიან სასიხარულოა და რაც
იმას ნიშნავს, რომ ჩვენი
ურთიერთობების აღდგენა და
ძველ კალაპოტში დაბრუნება
შესაძლებელია.ეს
ფესტივალიც მაგას
ემსახურებოდა, რომ
შეგვეხსენებინა მათთვის,
რომ ჩვენ ვართ მეგობრული
ქვეყანა, გვაქვს უძველესი
კულტურა და რომ ჩვენ მათთან
მეგობრობა გვსურს. სადღაც
გულის სიღრმეში იმედი
მაქვს და მგონია, რომ თუ
რაიმე მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილებების მიღება
გახდება საჭირო,
ფესტივალზე მიღებული
ემოციები დააკავშირებენ
ქართულ კულტურასთან და ამ
გადაწყვეტილებას ჩვენს
სასარგებლოდ მიიღებენ.მე
რომ მათთან ახლო
ურთიერთობა მაქვს, ეს
იმითაც არის კარგი, რომ
მუდმივად ვარ საქმის
კურსში, რა მოსწონთ, საით
მიდიან, რომელი ქვეყნების
მიმართ უფრო მეგობრულნი
არიან. ასე ვთქვათ, პულსზე
მიჭირავს ხელი, რომ თუ რამე
საგანგაშო მდგომარეობა
იქნება, მაშინვე
შესაბამისი ზომები
მივიღო.ზემოთ გითხარით, რომ
შტატის გუბერნატორმა
საქართველო მოინახულა და
რაგბის გუნდი
დავამეგობრეთ ქართულ
გუნდთან.რაგბის გუნდის
წევრებმა განაცხადეს, რომ
მზად არიან, მიიღონ
ქართველი რაგბისტები და
ზაფხულის სეზონზე
ბანაკებში, მეგობრული
თამაშებში გამართონ.
თვითონ არიან ძალიან
დაინტერესებული, რადგან
ხვდებიან, რომ ქართველებს
უძლიერესი გუნდი ჰყავთ და
ამბობენ _ გვაინტერესებს,
რას ჭამენ და რას სვამენ ეს
ქართველი რაგბისტები
ამისთანას, რომ ასე მაგრად
თამაშობენო.წელს
ჩატარებული ფესტივალი
მთლიანად დააფინანსა
ჩემმა კომპანიამ. საერთოდ
არავისგან არ მიმიღია
ფულადი დახმარება. ვცდილობ
ხოლმე, რომ ბარტერით
გავაკეთო, მაგრამ წელს არ
გამოვიდა. ამიტომ თავად
გავხდი ამ ყველაფრის
სპონსორი. სამი წელი
ზედიზედ რომ აკეთებ
ფესტივალს, მეოთხე
წელიწადს ჩავარდნა არ
გამოდის, ამიტომ იძულებული
გავხდი, რომ საკუთარი
სახსრები ჩამედო ამ
ყველაფერში.უზარმაზარი
თანხის ჩადება მომიწია,
მაგრამ ღმერთის წინაშე
მართალი ვარ, რომ მე ჩემზე
დაკისრებული მისია
ბოლომდე
შევასრულე.ფესტივალი,
რომელიც ჩავატარე, არ არის
მხოლოდ ცეკვა-თამაში და
ქართული კულტურის გაცნობა.
ეს არის უფრო დიპლომატიური
კავშირი. მე არ ვარ
ოფიციალური დიპლომატი,
მაგრამ მე მიმაჩნია, რომ
ვარ ხალხის ელჩი. სურვილი
მაქვს, რომ ჩვენი და
ამერიკის მეგობრობა
გაგრძელდეს. არსებობს
ასეთი წოდება - საპატიო
ელჩი და იმედი მაქვს, რომ
რაიმე მსგავს ტიტულს
მივიღებ, რომ უფრო
ოფიციალურად ვიმოქმედო,
რაც მომცემს იმის
შესაძლებლობას, რომ
დავამყარო კონტაქტები და
ვაწარმოო მოლაპარაკებები.