ტრეფიკინგის წინააღმდეგ
ბრძოლის მსოფლიო დღესთან
დაკავშირებით სახელმწიფო
ზრუნვის სააგენტოში
სამუშაო შეხვედრა
გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი
გაესვა, სააგენტოს როლს
ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა
დაცვის, დახმარებისა და
რეაბილიტაციის პროცესში.
განხილული იქნა
ტრეფიკინგთან ბრძოლის
მსოფლიო დღესთან
დაკავშირებით დაგეგმილი
აქტივობები.სახელმწიფო
ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო ცნობიერების
ამაღლების მიზნით
ყოველწლიურად, ქვეყნის
მასშტაბით, საინფორმაციო
კამპანიას
ატარებს.კამპანიის
მიზანია მოქალაქეების
ინფორმირება ტრეფიკინგის
როგორც დანაშაულის, მისი
დროული ამოცნობისა და
პრევენციის შესახებ, ასევე
ინფორმირება არსებული
სახელმწიფო მხარდამჭერი
სერვისების
თაობაზე.ზრუნვის
სააგენტოს
დაქვემდებარებაშია და
ქვეყნის მასშტაბით
ფუნქციონირებს ოთხი
ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა
თავშესაფარი.შეხვედრის
ფარგლებში კიდევ ერთხელ
აღინიშნა, რომ ტრეფიკინგის
წინააღმდეგ ბრძოლა
მოითხოვს კოორდინირებულ
და მრავალსექტორულ
თანამშრომლობას, რათა
უზრუნველყოფილი იყოს
თითოეული დაზარალებულის
უფლებებისა და
უსაფრთხოების
დაცვა.შეხვედრას
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
მინისტრის მოადგილე ირინა
წაქაძე, სააგენტოს
ხელმძღვანელი პირები,
სტრუქტურული ერთეულების
კრიზისული ცენტრებისა და
თავშესაფრების
წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.ინფორმაციას
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
სამინისტრო ავრცელებს.