„ქართული ოცნების“
ხელისუფლებაში მოსვლიდან
დღეს 12 წელი გავიდა. 2012 წლის
პირველ ოქტომბერს
ჩატარებულ საპარლამენტო
არჩევნებში „ქართულმა
ოცნებამ“ ბიძინა
ივანიშვილის ლიდერობით
მოსახლეობის ხმების 54.97%
მოიპოვა და იმჟამინდელი
მმართველი პარტია -
„ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა”
დაამარცხა.აღსანიშნავია,
რომ 12 წლის წინ ჩატარებული
არჩევნები დამოუკიდებელი
საქართველოს ისტორიაში
იყო პირველი შემთხვევა,
როცა მმართველი პარტია
დამარცხდა.