„ქართული ოცნება“
წინასაარჩევნო კამპანიის
ფარგლებში ოზურგეთის
სოფლებში მოსახლეობასთან
შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნების“ გურიის
დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე,
პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილე არჩილ თალაკვაძე
და სახელმწიფო რწმუნებული
გურიაში გიორგი ურუშაძე,
დაბა ნარუჯისა და ლაითურის
მოსახლეობას
შეხვდნენ.მოსახლეობასთან
შეხვედრისას „ქართული
ოცნების" ხელისუფლების
მხარდაჭერით გაწეულ
სამუშაოებზე და სამომავლო
გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ყურადღება
გამახვილდა 26 ოქტომბრის
არჩევნებში „ქართული
ოცნების“ გამარჯვების
მნიშვნელობაზე.