"ქართული ოცნების" სამგორის
რაიონის დელეგატი ვარლამ
ლიპარტელიანი შეხვდა
აფხაზეთიდან დევნილ
ოჯახებს, რომლებსაც
ვარკეთილში ახალაშენებულ
კორპუსებში გადაეცათ
ბინები. დელეგატმა ხაზი
გაუსვა იმ გარემოებას, რომ
დევნილებმა ყველაზე
კარგად იციან მშვიდობის
ფასი და რომ მშვიდობის
შენარჩუნება მმართველი
გუნდის დამსახურებაა.
ამასთან, ვარლამ
ლიპარტელიანმა აღნიშნა,
რომ თუკი წინა
ხელისუფლების პირობებში 19
000 დევნილი ოჯახი იყო ბინით
დაკმაყოფილებული, "ქართული
ოცნების" მმართველობის
პირობებში ეს რიცხვი
თითქმის გაორმაგებულია და
35 000-ს შეადგენს და
დევნილებისთვის ბინების
მშენებლობა დღესაც
გრძელდება საქართველოს
ისეთ დიდ ქალაქებში,
როგორიცაა ქუთაისი და
ზუგდიდი. ვარლამ
ლიპარტელიანმა მოიშველია
"ქართული ოცნების" საპატიო
თავმჯდომარის, ბიძინა
ივანიშვილის სიტყვები, რომ
მმართველ გუნდს 26
ოქტომბრის არჩევნებში
საკონსტიტუციო
უმრავლესობის მოპოვება
სჭირდება, რათა როდესაც
დღის წესრიგში დადგება
ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების
შემორიგების და
ტერიტორიების შემოერთების
საკითხი, კოლექტიურმა
ნაცმოძრაობამ ამ პროცესს
ხელი ვერ
შეუშალოს.შეხვედრას
ესწრებოდნენ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
იძულებით გადაადგილებულ
პირთა მინისტრი დავით
ფაცაცია, აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
იუსტიციისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის საკითხებში
მინისტრის პირველი
მოადგილე თემურ გასვიანი,
თბილისის საკრებულოს
სამგორის რაიონის
მაჟორიტარი წევრი რევაზ
სოხაძე, სამგორის რაიონის
გამგებლის მოადგილე იოსებ
ბურდულაძე, სამგორის
ახალგაზრდული
ორგანიზაციის
ხელმძღვანელი ვაჟა კოკაია.