მინდა ყველას მივულოცო
აღდგომის დღესასწაული.
დღეს, მიცვალებულთა
ხსენების დღეს მქონდა
საშუალება ძმათა
სასაფლაოზე
მომენახულებინა ჩვენი
გმირების საფლავები,
მესაუბრა მათი ოჯახის
წევრებთან და მადლიერება
გამომეხატა მათი
თავდადებისთვის,
სამშობლოს
სიყვარულისთვის,
პატრიოტიზმისთვის და
გმირობისთვის, - განაცხადა
ვიცე-პრემიერმა,
საქართველოს თავდაცვის
მინისტრმა ირაკლი
ჩიქოვანმა.„ასეთ
ადამიანების საქციელსა და
მაგალითზე დგას
საქართველო, საქართველოს
სახელმწიფო და ჩვენი
თავდაცვის ძალები. ჩვენ,
თავდაცვის ძალებში
გავაკეთებთ ყველაფერს
იმისთვის, რომ გვერდში
დავუდგეთ ჩვენი გმირების
ოჯახებს“, - აღნიშნა ირაკლი
ჩიქოვანმა.დღეს საფლავთა
კურთხევის დღეა.
მორწმუნეები ოჯახის
წევრებისა და ახლობლების
საფლავებზე გადიან.
მუხათგვერდის ძმათა
სასაფლაოზე გმირი
ჯარისკაცების მშობლებსა
და ოჯახის წევრებს
თავდაცვის მინისტრმა
აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაული მიულოცა.
ირაკლი ჩიქოვანის გარდა
ჯარისკაცების გმირობის
შესახებ ოჯახის წევრებმა
ისაუბრეს.