„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

Primetime.ge 2 კვირის წინ 15
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ავლაბრისა და ნავთლუღის მოსახლეობას შეხვდა, - ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.მათივე ცნობით, შეხვედრაზე დელეგატი მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ გუნდის პრიორიტეტებზე ესაუბრა. ამომრჩეველთან ერთად განიხილა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აღნიშნულ უბნებში მცხოვრებთ აწუხებთ და შემდეგი 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
სრულად წაიკითხეთ სტატია