"ქართული ოცნების" პირობებშიც კი, სიგიჟეა, რაც ახლა ხდება - რომ ადამიანის სახლს ჩხრეკდე და მას და მის ადვოკატს არ უშვებდე" - ნანუკა ჟორჟოლიანი

Primetime.ge 4 საათი წინ 1
"ქართული ოცნების" პირობებშიც კი, სიგიჟეა, რაც ახლა ხდება - რომ ადამიანის სახლს ჩხრეკდე და მას და მის ადვოკატს არ უშვებდე" - ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა გრძელდება. უკვე რამდენიმე საათია, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მობილიზებული არიან სამართალდამცველები.ჩხრეკა უკვე დასრულდა მარიამ გეგუჩაძის, ალეკო ცქიტიშვილის და სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის ბინებში.ჩხრეკასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელით ისაუბრა ნანუკა ჟორჟოლიანმა."მთელი ყურადღება იყო გადმოტანილი აქ ამ ამბავზე, ჩემთან ჩხრეკაზე, თურმე. შესულან ჩემს ძმასთან და რძალთან, გამოურთეს მაშინვე ტელეფონის ნომრები, ადვოკატს ტერიტორიაზე არ უშვებენ. მარიამის ბინაში ჩხრეკაზე რატომ შევიდნენ, არ ვიცი, მარიამი ცხოვრობს აქ, ჩემთან ერთად, ჩემს ბინაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, შესულები არიან ახლა იქ, ჩემი ძმის სახლში, ალბათ, რადგან მარიამი იქ არის ჩაწერილი და რადგან მარიამის არის ის ბინა. მაგრამ, მთავარი პრობლემა აქ რა არის? - მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ არ უშვებენ ადვოკატს, გამოურთეს ტელეფონები ჩემს ძმას და რძალს, შიგნით რა ხდება, არ ვიცით. არც მარიამს უშვებენ, ვის გამოც ჩხრეკა ტარდება, მარიამის გამო ტარდება ჩხრეკა და მას შიგნით არ უშვებენ."ქართული ოცნების" პირობებშიც კი, სიგიჟეა, რაც ახლა ხდება, რომ ადამიანის სახლს ჩხრეკდე და მას და მის ადვოკატს არ უშვებდე," - აცხადებს ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.ჩხრეკის პარალელურად, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებიან აქტივისტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები."ტერორს გვიწყობენ ყოველდღე, უწყობენ ასე სხვადასხვა ადამიანს. ამ ყველაფრის მიზანი არის, რა თქმა უნდა, ხალხის დაშინება, ამ პროტესტის შეწყვეტა, მაგრამ არც ხალხი დაშინდება და არც პროტესტი შეწყდება იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის გასათავისუფლებელი. ვისთანაც არ უნდა შევარდნენ, რამდენიც არ უნდა დაიჭირონ, როგორც არ უნდა შეგვაშინონ, ჩვენ ამ ბრძოლას მაინც არ შევწყვეტთ," - აცხადებს ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე.პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
სრულად წაიკითხეთ სტატია