„ქართული ოცნების“ პარლამენტმა წულუკიანის კომისიას მანდატი გაუხანგრძლივა

Civil Georgia 1 კვირა წინ 15
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა წულუკიანის კომისიას მანდატი გაუხანგრძლივა

27 მაისს მიღებული დადგენილებით, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მანდატი 5 ივლისამდე გაუხანგრძლივა.

„[2025 წლის 23 მაისის მდგომარეობით] გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიშის მოსმენის საფუძველზე საქართველოს დროებით საგამოძიებო კომისიას 2025 წლის 5 ივნისიდან გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა 1 თვით“, – ნათქვამია დადგენილებაში.

დროებითი საგამოძიებო კომისია „ქართული ოცნების“ პარლამენტში 5 თებერვალს შეიქმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოსაძიებლად. 14 აპრილს კომისიის მანდატი გაფართოვდა და ის ახლა არა მხოლოდ 2003-2012 წლებს, არამედ 2003 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. კომისიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.

ოპოზიციის ყველა ლიდერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გარდა, კომისიის წინაშე გამოუცხადებლობისთვის გირაო შეუფარდეს, რომლის გადაუხედელობის გამოც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კომისიაში გამოუცხადებლობა ისჯება გირაოთი ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

სრულად წაიკითხეთ სტატია